LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადიო თვისტომი“ – ქართული რადიო, რომელიც ემიგრანტებისთვის შეიქმნა

1007
44944708_10156299566301865_4271189854538170368_n

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის კონტინენტზე მილიონობით ქართველი ემიგრანტისთვის „რადიო თვისტომი“ მაუწყებლობს. როგორც რადიოს მენეჯმენტში აცხადებენ, პროექტის მიზანია დააკავშიროს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული საქართველოს მოქალაქეები.

„ამასთან, ჩვენი მიზანია შევთავაზოთ  ემიგრანტებს მიზნობრივი და თემატური ინფორმაცია საქართველოში ინვესტირების შესახებ, რათა სწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი ნიუ იორკის ოფისი უზრუნველყოფს გაავრცელოს საქართვლოში მოღვაწე ამა თუ იმ კომპანიისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია –  „რადიო თვისტომის“, ფოსტის, გზავნილების, ღონისძიებების, გამოფენების, იქ არსებული წარმატებული ქართველი მეწარმეების ღონისძიებების საშუალებით. ასევე მოახდენს   ქართველების თავშეყრის ადგილებში სარეკლამო ბუკლეტების გავრცელებას. ფორმატი იმოქმედებს  სხვადასხვა შტატებსა და სხვადასხვა ქვეყნებში“, – აცხადებენ რადიოს მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, „თვისტომი“ მაუწყებლობს ყველგან, ჩართვები და პირდაპირი ტრანსლაციები კი იქნება ამერიკიდან, თბილისიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს არის online პალტფორმა და მისი აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც აიფონით, ისე სხვა სმარტფონებით.

https://www.facebook.com/pg/Tvistomimedia/posts/

ცნობისთვის, „რადიო თვისტომი“ ასოციაცია „თვისტომის“ პროექტია, რომელიც უკვე 14 წელია წარმატებით ფუნქციონირებს, მხარში უდგას აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და სხვადასხვა სახის მომსახურებებსა და კონსულტაციებს უწევს.

ასოციაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ის ემიგრანტებს საკანონმდებლო და სამედიცინო სფეროში კონსულტაციებს სთავაზობს. „თვისტომის“ თაოსნობით, ნიუ-იორკელი და მეგაპოლისის ახლოს მცხოვრები ქართველები, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ აქციებში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ეწყობა შეხვედრები ქართველ პოლიტიკოსებთან, სადაც ისინი ამომრჩეველთა კითხვებს პასუხობენ.

ასოციაცია ორგანიზებას უწევს ქართველთა წარმომადგენლობით მონაწილეობას დღესასწაულებში, მაგალითად: ფესტივალებში,  მსვლელობებში, გამოფენებში და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას ნიუ-იორკში გამართული ეროვნებათა აღლუმი იქცევს. მხოლოდ ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი უნიკალური მრავალფეროვნებით გამორჩეული, სხვადასხვა ეროვნებათა მასობრივი მსვლელობა მეგაპოლისში ყოველწლიურად ეწყობა და როგორც წესი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა.

ასოციაცია კოორდინირებას უწევს ემიგრანტთა ჰუმანიტარულ საქმიანობასაც. პროგრამა „პატარა ანგელოსების“ წყალობით, მსურველები უკვე რამდენიმე წელია ყოველთვიურ დახმარებას აწვდიან საქართველოში მცხოვრებ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს. ქალებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია „თვისტომის“ უფასო მამოგრაფიის პროგრამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები