LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ოთხივე რადიოსადგური მსოფლიო სოლიდარობის აქციას შეუერთდა

95
tata-sadzradze-you-are-not-alone

“შენ მარტო არ ხარ” – მსოფლიოში დღეს ყველა სახელმწიფო თუ კერძო რადიოსადგური ერთი აქციის ქვეშ გაერთიანდა, მათ შორის, საქართველოშიც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით. აქციას შეუერთდა რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ოთხივე რასიოსადგური – “ფორტუნა”, “არ დაიდარდო”, “ავტორადიო”, “ფორტუნა პლუსი” და ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მათ ეთერშიც, ზუსტად 11:45 წუთზე გავიდა სიმღერა სახელწოდებით “You’ll never walk alone“, რითაც სოლიდარობა გამოუხატეს ყველას, ვინც კორონავირუსით არის დაავადებული…

როგორც “პირველი არხის” ეთერში ჩართვისას, რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თათა სადრაძემ განაცხადა, ყოველდღიურად, რადიოჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგური და საიტი fortuna.ge აქტიურად უზრუნველყოფენ მსმენელისა და მკითხველის ოპერატიულად ინფორმირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ დაავადებასთან ბრძოლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები