LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოს საქართველოს მოსახლეობის 50% უსმენს – ისინი ირჩევენ „ფორტუნას“

140

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის ერთ-ერთი ნაწილი საზოგადოებაში რადიოს პოპულარობას ეხება.

როგორც კვლევისას დადგინდა, მსმენელთა თითქმის 87% რადიოს მგზავრობისას უსმენს ავტომობილში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. რადიოს მოსმენის პიკი 9-10 საათისთვის და საღამოს 18-19 საათისთვის დგება.

საკუთარი ინიციატივით რადიოს გარკვეული პერიოდულობით მაინც რესპონდენტთა 37.3% უსმენს. ეს მაჩვენებელი 12%-ით იზრდება თუკი გავითვალისწინებთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც რესპონდენტი უსმენს რადიოს არა საკუთარი ინიციატივით, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის თითქმის 50% რადიოს გარკვეული პერიოდულობით მაინც უსმენს ან საკუთარი ინიციატივით, ან „იძულებულია მოისმინოს“ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – ნათქვამია კვლევაში, რომლის უპირობო ლიდერი ჰოლდიგ „ფორტუნას“ რადიოსადგურებია.

რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ან ძალიან იშვიათად უსმენს რადიოს, ან საერთოდ არ უსმენს, ამის ძირითად მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ ხედავს რადიოს მოსმენის საჭიროებას. ხშირად დასახელებულ მიზეზებს შორის იყო ასევე რადიომიმღების უქონლობა (22.6%)

 

როგორც არჩევენ რადიოსადგურებს?

რადიოს შერჩევის კრიტერიუმებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად დასახელდა მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები. სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები და შემეცნებითი გადაცემები, ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რადიოსადგურის არჩევისას.

რადიოს მსმენელები ყველაზე ხშირად უსმენენ მუსიკას და საინფორმაციო გადაცემებს.

რაც შეეხება გადაცემების თემატიკას, რის ნაკლებობასაც განიცდიან მსმენელები რადიო ეთერში, ყველაზე მეტად მედიცინა, მუსიკა და სპორტი სახელდება.

მასშტაბური კვლევისას, აღმოჩნდა, რომ

ყველაზე პოპულარული არხები საქართველოში „ფორტუნა”, „არ დაიდარდო“ და „ფორტუნა პლუსია“.

სამივე რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შემადგენლობაშია და მას როგორც ქალები (47.6%), ასევე მამაკაცები (52.4%), ერთნაირად უსმენენ.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას აქვს სრული, საშუალო ან უმაღლესი განათლება, მათი 29.7% თავს უმუშევრად მიიჩნევს, თვითდასაქმებულია 21.1%. კერძო, სახელმწიფო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმებულია 27.2%, პენსიონერია 17.1%, სტუდენტია 4.9%.

რესპონდენტთა 89%-სთვის ქართული ძირითადი სასაუბრო ენაა.

რესპონდენტთა თითქმის 40%-ის ოჯახის თვიური შემოსავალი 600-დან 1500 ლარის დიაპაზონში მერყეობს. მათი უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომობილით გადაადგილდება და ტრანსპორტირებაში (დღის განმავლობაში) 15 წუთიდან 1 საათამდე დროს ხარჯავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები