LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან გოსლინგი თავისუფალ დროს სიდედრთან ერთად ატარებს (ფოტო)

153

„ოქროს გლობუსის“ მფლობელი მსახიობი რაიან გოსლინგი ხშირად აცხადებს, რომ მისთვის ოჯახი უპირველესია. გლობუსის ცერემონიაზე მან მეუღლეს, ევა მენდესს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვილებზე ზრუნვისა და გვერდში დგომისთვის. ამჯერად კი „ლა ლა ლენდის“ ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში მაშინ გადაიღეს, როცა მსახიობი თავისუფალ დროს სიდედრთან, ევა პერეზ სუარესთან ერთად ატარებდა.

რაიან გოსლინგმა სიდედრთან ერთად ისადილა, მოგვიანებით კი ის საკუთარი მანქანით სახლში წაიყვანა. მათთან ერთად არ იმყოფებოდა თავად ევა მენდესი, რომლისგანაც გოსლინგს 2 შვილი ჰყავს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები