LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გაყო რობოტი და ადამიანი: მალე რობოტის შრომაც დაიბეგრება

558

თუ იბეგრება დასაქმებული ადამიანის შემოსავალი, რატომ არ შეიძლება იგივე რობოტებსაც შეეხოთ?
Microsoft -ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი რობოტების დაბეგვრის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ამ გზით ავტომატიზაციის ტემპი და ადამიანური შრომის რობოტებით ჩანაცვლების პროცესი შენელდება.

აღნიშნულ ინიციატივაზე გეითსმა Quartz-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მილიარდერის აზრით, რობოტებზე, რომლებიც ადამიანებს ანაცვლებენ, უნდა დაწესდეს საშემოსავლო და სოციალური გადასახადები. ამ გზით მირებული თანხა კი შესაძლებელია სოციალურ პროექტებს მოხმარდეს, მათ შორის მოხუცთა თავშესაფრებსა და სკოლებს.

“დღეს, როდესაც ადამიანი ფაბრიკაში მუშაობისას იღებს 50 ათას დოლარს, ხელფასის სახით, მისი შემოსავალი იბეგრება გადასახადებით. თუ ამავე სამუშაოს ასრულებს რობოტი, შეგვიძლია მისი შრომის დაბეგვრაზეც ვიფიქროთ“, – აღნიშნა Microsoft -ის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ აშშ-ს ხელისუფლება მზად უნდა იყოს, რომ ბიზნესის ბევრ სფეროში, ბევრი სამუშაო ადგილის ჩანაცვლება ერთდროულად მოხდება. საგადასახადო პოლიტიკა კი საუკეთესო საშუალებაა ამ პროცესის რეგულირებისთვის.

შეგახსენებთ, აშშ-ში უკვე მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია სამუშაო ადგილების დაახლოებით 50%, რომელზეც ადამიანური მუშახელია დასაქმებული, რობოტებით ჩანაცვლდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები