LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ ზოიძე ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა

72
0976774da1b6c2a9bb02f3190131fa68

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი – რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ.

რამაზ ზოიძემ ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი, ალ ობაიდი ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

რაც შეეხება ლაშა გობაძეს, ის პირველ შეხვედრაში უზბეკ სპორტსმენთან დამარცხდა და ახლა მხოლოდ ასაკალოვის ფინალში გასვლის იმედზეა, რათა რეპეშაჟიდან გააგრძელოს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა.

ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები