LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მარტივია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მარაგების აღრიცხვა?

82
ოპტიმო

ბიზნესის ფუნქციონირებისა და წარმატებისთვის აუცილებელი პირობა მარაგების კონტროლია. ეს საქმე ფინანსურ ხარჯებს, ადამიანურ რესურს, დიდ შრომასა და დროს მოითხოვს. გარდა ამისა,  სიზუსტეს აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ერთი ციფრის შეცდომით მითითება და ბოლოს არასწორ შედეგი გარანტირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელახლა უნდა დაიწყოს ეს პროცესი და გავიდეს ბოლოში.

ამ ყველაფერთან ერთად რთულია შესაბამისი კადრების მოძიება, საქმე იმდენად შრომატევადია, რომ ანაზღაურებაც სოლიდური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო რთულდება პროფესიონალის მოძიება. მხოლოდ დამწყები კადრისთვის თქვენი ბიზნესის ამ ნაწილის ჩაბარება, მაინცდამაინც გამართლებული ნაბიჯი არ არის, რადგან სწორედ მარაგების მართვაზე დგას შემოსავლები და მომგებიანობა.

 

როგორ ეხმარება ბიზნესებს ოპტიმო მარაგების აღრიცხვაში?

 

სწორედ ამ სირთულეების გათვალისწინებით და მათი თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, რომელიც სხვა ბევრ მნიშვნელოვან ოპერაციასთან ერთად მარტივად აღრიცხავს მარაგებს და ამისთვის არ სჭირდება ცალკე გამოყოფილი ადამიანური რესურსი.

ოპტიმო ეს არის პროგრამა, რომელიც ბიზნეს ოპერატორს აწვდის სრულ ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების და რაც მთავარია მარაგების შესახებ.

ოპტიმოს დახმარებით მუდმივად გეცოდინებათ რა ხდება თქვენ ობიექტზე, რომელ საათებში იყო კარგი გაყიდვები, რამდენი იყო მოგება, შემოსავალი. მაშინაც კი თუ ფიზიკურად თქვენი ბიზნესისგან შორს იქნებით, ოპტიმო დაგეხმარებათ მართოთ იგი დისტანციურად.

მარაგების კონტროლის მნიშვნელობაზე ზემოთ ვისაუბრეთ, ახლა განვიხილოთ ოპტიმო როგორ ამარტივებს ამ პროცესს. პროგრამაში მოცემულია ინფორმაცია პროდუქციის თითოეული სახეობის რაოდენობაზე, აქ მოიაზრება როგორც დახლებზე წარმოდგენილი, ასევე საწყობში არსებული მარაგი.

ოპტიმო არა მხოლოდ რაოდენობის შესახებ გაწვდით სიგნალს, არამედ მისი მეშვეობით კონტროლდება ვადებიც.

ეს კი ნიშნავს, იმას რომ დროულად მიიღებთ შესაბამის ზომებს მოკლევადიან პროდუქციასთან დაკავშირებით და საწყობში ან დახლებზე არ იქნება წარმოდგენილი ვადაგასული პროდუქტი. ასეთი პროდუქციის არსებობა ცუდ ტონად ითვლება მომხმარებლის თვალში.

ოპტიმოს მეშვეობით მოლარეს შეუძლია შეამოწმოს არის თუ არა მარაგში კონკრეტული პროდუქტი, ისე რომ ამისთვის არ დაგჭირდეთ მომხმარებლის დაყოვნება, საწყობში ან დახლებზე ძებნა.

პროგრამა დაკავშირებულია სალაროსთან, სასწორთან და პოს ტერმინალთან, რითაც ამარტივებს გადახდებს და ზოგადად, მოლარეს უმარტივებს მუშაობის პროცესს.

იმისთვის რომ ისარგებლოთ ოპტიმოს სერვისებით, უნდა ეწვიოთ საიტს optimo.ge, მოითხოვოთ დემო, შეავსოთ აპლიკაცია პირადი მონაცემებით, მიუთითოთ კომპანიის სახელი, მისამართი და დაელოდოთ წარმომადგენლების ზარს, რომლებიც გაგაცნობენ ოპტიმოს უფრო ახლოს, საჭიროების შემთხვევაში დაატრენინგებენ თქვენს გუნდს, რათა ისწავლონ ოპტიმოს გამოყენება, ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში კი დაგეხმარებიან  მის გადაჭრაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები