LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი დღით რჩებიან უცხოელები საქართველოში და რამდენს ხარჯავენ ვიზიტზე – უახლესი სტატისტიკა

98
untitled-1-4-2019-12-30-08-55-50-339902

2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 9.4 მილიონი შემოსვლა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.7 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით არის გაზრდილი.

2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 6.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 66.0 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.1 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 1.6 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (1.5 მილიონი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 7.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.4 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.2 პროცენტს შეადგენდა.

2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 43.5 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 4.1 მილიონი და 2.3 მილიონი ვიზიტი.

2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.1 ღამე შეადგინა, რაც 2018 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.2 ღამე) 1.9 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 73.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 8.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წელთან შედარებით 8.6 ლარით შემცირდა და 1 074.2 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები