LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი კვერცხი გაიყიდება სააღდგომოდ და რა ფასი დაედო ქათამს?

796

კვერცხისა და ქათმის ხორცის მწარმოებელმა კომპანიებმა სააღდგომო მზადება უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყეს. მათი განმარტებით, ქვეყანაში აღნიშნულ პროდუქციაზე დეფიციტი აღდგომის პერიოდში არ შეიქმნება და ბაზრის მოთხოვნებიც სრულად დაკმაყოფილდება.

70 ტონამდე ქათმის ხორცის რეალიზებას გეგმავს შპს ”კოდა”. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა, ”კოდას” პროდუქციის რეალიზება სრულიად საქართველოს მასშტაბით, როგორც დიდ, ისე მცირე სავაჭრო ობიექტებში ხორციელდება.

”ხორცის წარმოების განახლება გამართლებული ნაბიჯი აღმოჩნდა. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს ”კოდას” ქათმის ხორცის გაყიდვები. სერიოზულ კონკურენციას ვუწევთ იმპორტირებულ პროდუქციას. რაც შეეხება ღირებულებას: 1 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი 5,50 ლარის ფარგლებშია, ხოლო ნედლი ქათმის ხორცი სარეალიზაციო ქსელში – 6,50 ღირს”, – აღნიშნა ჭუჭულაშვილმა.

რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, როგორც შპს ”კოდას” გენერალური დირექტორი ამბობს, სააღდგომო პერიოდში კომპანია 4 მილიონ 250 ათასი კვერცხის გაყიდვას გეგმავს. თითო კვერცხის გასაყიდი ფასი კი 28-დან 30 თეთრამდე მერყეობს.

დაახლოებით ანალოგიურ ფასებში იყიდება ”სავანეთის” კვერცხიც. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, სააღდგომო პერიოდში ”სავანეთი” 100 ათასი ცალი ყუთის რეალიზაციას განიხილავს, თითო ყუთში კი 360 ცალი კვერცი დევს.

”უკვე გავყიდეთ 20 ათასი ცალი ყუთი. ფასები წინა წლის მსგავსად იგივე დარჩა და კვერცხი არ გაგვიძვირებია. პროდუქციას ვაბარებთ როგორც დიდ სავაჭრო ქსელებში, ისე მცირე მარკეტებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით. ჩასაბარებელი ფასი 26-27 თეთრია. შემდეგ უკვე სავაჭრო ობიექტები წყვეტენ კვერცხს რა ფასში გაყიდიან”, – განმარტეს ”სავანეთში”.

სააღდგომო სამზადისია მეფრინველეობის ფაბრიკა ”ფლამინგოშიც”. როგორც ”ფორტუნას” ფაბრიკის დირექტორმა ვიქტორ მაზნიშვილმა განუცხადა, აღდგომის დღეებში ”ფლამინგო” 15-დან 20- ტონამდე ქათმის ხორცის რეალიზებას გეგმავს.

”ჩვეულებრივ პერიოდში, ერთი კვირის ვადაში, დაახლოებით 7 ტონამდე პროდუქციას ვყიდით. აღნიშნულ დღეებში გაზრდილი მოთხოვნის გამო კი, ვფიქრობთ 20 ტონამდე პროდუქციის რეალიზებას მოვახერხებთ”, – აღნიშნა მაზმიშვილმა. მისივე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ქართმის ხორცის ღირებულება არ გაზრდილა და მომხმარებელი ”ფლამინგოს” ხორცის შეძენას 6 ლარად შეძლებს. პროდუქციის რეალიზაცია კი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები