LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ლარით დაჯარიმდებით და დაგაკლდებათ თუ არა ქულები მართვის მოწმობაზე, თუ უქმე დღეებზე ბასლაინზე გადაადგილდებით

77
ბასლაინები 33

4-12 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. უქმე დღეების განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს, თუმცა ამის მიუხედავად ავტომობილებისთვის ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული არ იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ მერიაში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც დაარღვევს არსებულ წესს და ბასლაინზე გადაადგილდება, ისევე  დაჯარიმდება,  როგორც ეს უქმე დღეების დაწყებამდე ხდებოდა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ავტომობილების მძღოლების ავტობუსის ზოლში მოძრაობა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას.

მათივე ინფორმაციით, ამ შემთხვევაში დაჯარიმებულ მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები არ დააკლდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები