LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღე 38 გრადუსამდე ტემპერატურა ციტოკინური შტორმის დასაწყისია: როგორ მივხვდეთ, რომ ვირუსის მძიმე ფორმა გვაქვს

15753
მოჰამედა

მსოფლიო პანდემიამ ფაქტობრივად პიკს მიაღწია. ექიმები ეტაპობრივად, სხვადასხვა ტიპის რჩევებს გასცემენ იმისათვის, რომ პაციენტებს შეუმსუბუქდეთ პანიკა და ადვილად გაუმკლავდნენ ვირუსს. ექიმი ვლადისლავ მოჰამედ ალი გვაძლევს რჩევებს თუ როგორ მივხვდეთ, რომ კორონავირუსის მძიმე ფორმა გვაქვს. მან ორი ძირითადი სიმპტომი დაასახელა.

თუ პაციენტს, რამდენიმე დღის განმავლობაში 38 გრადუსამდე ტემპერატურა აქვს და  სუნთქვის პრობლემები ეწყება, ეს ციტოკინური შტორმის დასაწყისზე მიანიშნებს.

”ციტოკინური შტორმი – ეს ბიოქომიური რეაქციების კასკადია, რომელშიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე  პასუხისმგებელი ფაქტორებია ჩართული. ციტოკინური შტორმისას, პირველ რიგში, ფილტვები ზიანდება. თუმცა, ამავდროულად სხვა ორგანოებიც დარტყმას იღებს”, – განმარტა მოჰამედ ალიმ.

რაც შეეხება მეორე სიმპტომს, ეს არის ქოშინი.

“ქოშინის გაჩენა და მისი გაძლიერება იმის ნიშანია, რომ ფილტვების დაზიანების ფართობი იზრდება”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, COVID 19-ის მძიმე ფორმის მაუწყებელი სხვა სიმპტომები მხოლოდ ლაბორატორიულად ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა, ამ ორი სიმპტომის შემთხვევაში პაციენტმა 90%-ით უნდა ივარაუდოს, რომ მას კორონავირუსი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები