LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ქალაქში ჰაერში მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა

74
53397903_2024337184537895_1572820653042565120_n

საქართველოს რამდენიმე ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით მუდმივ რეჟიმში ხორციელდება.

 “10 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.5-ჯერ, ქ.ქუთაისში 2.1-ჯერ და ქ.ბათუმში 1.6-ჯერ, 11 აპრილს ქ.რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 2.1-ჯერ, 12 აპრილს ქ.ქუთაისში 1.5-ჯერ, ხოლო ქ. ბათუმში 1.2-ჯერ, 13 აპრილს მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.2-ჯერ, 14 აპრილს ქ. ბათუმში 1.8-ჯერ და ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ, 15 აპრილს ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ქ. რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.6-ჯერ და ქ.ქუთაისში 1.3-ჯერ. 12-14 აპრილს ატმოსფერული ჰაერის  მობილური ავტომატური სადგური ფუნქციონირებდა ქ.რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე. 12 და 13 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ხოლო 14 აპრილს გადაჭარბება დაფიქსირდა 1.3 -ჯერ,“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ. ქუთაისში უმნიშვნელოდ.  ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

„ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N7, საბავშვო ბაგა-ბაღთან ,,ნებიერი“; დიდი დიღომი, იოანე  პეტრიწის  ქ.N1, სკოლასთან ,,მთაწმინდელი“; დიდი დიღომი, იოანე  პეტრიწის ქ.N15ა, N198 საბავშვო ბაღთან; დიდი დიღომი, იოანე  პეტრიწის ქ.N9, სკოლასთან ,,ფესვები“. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“, – აღნიშნულია განცხადებაში.