LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, Air Arabia დაბრუნდა – თბილისიდან ფრენები აღდგება

114
samolet-ejr-araviya

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, Air Arabia ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში განმარტავენ, არაბული ავიაკომპანია იანვრიდან პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.

„სიხარულით გაცნობებთ “ეარ არაბიას” რეისების აღდგენის შესახებ! პირველი რეისი დადასტურებულია 30 იანვარს. ბილეთების ღირებულება – მხოლოდ 237 დოლარიდან. 30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება – 89 დოლარი. ახალი კოვიდ რეგულაციით, სავალდებულოა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა, რომლის ღირებულებაა – 29 დოლარი.

აღნიშნული რეისით ასევე შეგიძლიათ იფრინოთ ჩენაის, მუმბაის, ჯაიპურის, დელის, ტრივანდუმის, რიადის, კაიროს, ბეირუთის, კოჩის, დაკას, ჰეიდარაბადის, ნაირობის და სხვა მიმართულებებით. ტრანზიტული მიმართულებების ფასი – 327 დოლარიდან. ფასები ცვალებადია და განისაზღვრება ავიაკომპანიის მიერ, რეისის დატვირთულობის შესაბამისად“, – აცხადებენ Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები