LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე უცნობი ფაქტი მერილ სტრიპის ცხოვრებიდან

957
meryl-streep-news19

მართალია, მერილ სტრიპმა, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ყველა დროის უდიდეს მსახიობს, დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო კინოს ისტორიაში, ბევრამ არ იცის, რომ კინოინდუსტრიის „დაპყრობამდე“ რიგით მიმტანად მუშაობდა ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ რესტორანში. სხვათაშორის, 22 ივნისს მსახიობმა 70 წლის იუბილე აღნიშნა, თუმცა ასაკის მიუხედავად, მაინც ბრწყინვალედ გამოიყურება და არც კარიერის დასრულებას გეგმავს.

ცრუმორწმუნე სტრიპი – 1971 წელს, კოლეჯის დასრულების შემდეგ, სტრიპს იურიდიულ კოლეჯში სურდა ჩაბარება, თუმცა დილას ჩაეძინა და გასაუბრებაზე დააგვიანა. მომავალმა მსახიობმა საშინლად განიცადა მარცხი, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ სწორედ ასე გადაწყვიტა ბედისწერამ მისი მომავალი და მინიშნებებისაც დაიჯერა.

დაწუნებული მონოლოგი – ფილმზე „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ მუშაობისას სტრიპს ძალიან არ მოეწონა საკუთარი პერსონაჟის მონოლოგი სასამართლო პროცესზე, რადგან ჩათვალა, რომ ზედმეტად ზედაპირული ტექსტი აბსოლუტურად არ ასახავდა შვილთან დაშორებული დედის ემოციას. რეჟისორთან, რობერტ ბენტონთან შეთანხმებით, მსახიობმა თვითონ მოიფიქრა რეპლიკები და არც შეცდა. ჯოანა კრამერის როლისთვის სტრიპმა პირველი „ოსკარი“ მიიღო, რომელიც მისივე აღიარებით, საპირფარეშოში დარჩა. სხვათაშორის, მერილ სტრიპი ერთადერთი მსახიობია, ვინც 20-ჯერ იქნა ნომინირებული ამერიკული კინოაკადემიის ჯოლდოზე და სამჯერ მოიპოვასანუკვარი პრიზი.

ნამდვილი პროფესიონალი – კლინტ ისტვუდის დრამაში „მედისონის ოლქის ხიდები“ საშუალო ასაკის დიასახლისის ფრანჩესკა ჯონსონის როლს მოსარგებად, მსახიობმა 9 კილოგრამით მოიმატა წონაში, უეს კრეივენის მუსიკალური ფილმისთვის „გულის მუსიკა“ მზადებისას კი, ირთვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ბრწყინვალედ ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – იელის უნივერსიტეტი ჰოლივუდის ყველაზე ინტელექტუალმა მსახიომა ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაასრულა, 2010 წელს კი, ხელოვნების და ლიტერატურის აკადემიის წევრი გახდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნის დოქტორის წოდებაც დაიმსახურა.

მერილ სტრიპის დღე – ბარაკ ობამას საყვარელი მსახიობის მიმართ ორიგინალურად გამოხატა პატივისცემა ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონის მანჰეტენის ადმინისტრაციამ, რომელმაც 27 მაისი მერილ სტრიპის დღედ გამოაცხადა და რამდენიმე წელია სიამოვნებით აღნიშნავს დღესასწაულს.

ერთგული მეუღლე – მართალია, სტრიპს ხშირად „აბრალებენ“ კოლეგებთან რომანებს, მაგრამ სინამდვილეში, ის იშვიათი მსახიობია, ვინც წლების მანძილზე ინარჩუნებს მეუღლის ერთგულებბას. არქიტექტორ დონ ჰამართან სტრიპმა 1978 წელს იქორწინა და ოთხი შვილიც გაზარდა. სხვათაშორის, ქორწილის დღეს მსახიობმა შემთხვევით დაიწვა ხელი, თუმცა არ დაიბნა და სტუმრების წინაშე გააფრთხილა მომავალი მეუღლე, რომ მასაც იგივე ბედი ეწეოდა, თუ „უწესოდ“ მოიქცეოდა“.

საქველმოქმედო საქმიანობა – მსახიობი მრავალი წელია აქტიურადაა ჩაბმული საქმელმოქმედო საქმიანობაში, რამდენიმე ფონდს ხელმძღვანელობს და ქალთა ნაციონალურ მუზეუმს კურირებს, რომელიც სწორედ მისი დაფინანსებით ფუნქციონირებს.

ბუნებრივი მომხიბვლელობა – კოლეგებისგან განსხვავებით, სტრიპს არასდროს მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის და არც მომავალში გეგმავს, რადგან როგორც თავად აღნიშნა, „სრულიად აკმაყოფილებს საკუთარი გარეგნობა და არასდროს ცდილობს იყოს იდეალური“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები