ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება, – აღნიშნულის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს…

ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა”, – წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ქალი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები