LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენით გაიზრდება კომუნალური გადასახადები – გადაწყვეტილებას სემეკი დღეს მიიღებს

107
unnamed

რამდენით გაიზრდება დენის ტარიფი თბილისა და რეგიონებში – გადაწყვეტილებას სემეკი დღეს მიიღებს. მარეგულირებელმა „თელასისა“ და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მიმართვები უნდა განიხილოს.

“ენერგო-პრო” ჯორჯია“ განმარტავს, რომ მომსახურების გაძვირება გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე ოპერირებას უბრალოდ ვეღარ შეძლებენ და რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხიც.

საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია „თელასს“, თუმცა ცნობილია, რომ მასაც ანალოგიური პრობლემები აქვს.

ენერგოომბუდსმენი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება

“ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა ხდება როგორც თბილისისთვის, ასევე რეგიონისთვის. რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფებს, დგინდება თბილისის, მცხეთის და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტით დადგენილი წესი წარმოადგენს მათ დაანგარიშებებს და მათ ვარიანტს, კომისია იმსჯელებს წარმოდგენილ ციფრებზე, ასევე მოუსმენს კომპანიების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს, შენიშვნებს და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე დაადგენს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს.

მოქმედი ტარიფები, რომელიც არის 3 წლიანი ვადით დადგენილი ვადა ეწურება 31 დეკემბერს, ახალი ტარიფი 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში,” – განაცხადა სემეკის თავმჯდოამრემ დავით ნარმანიამ.

 

პოპულალურები