LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაო? – მარადონამ შესაძლოა ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს: არადა დღეს 1 აპრილი ნამდვილად არ არის

101
Capture

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს.

Infobae-ის ინფორმაციით, 59 წლის მარადონას ანტონიო ტორესი მიიწვევს, თუ ეს უკანასკნელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დიეგოს წარმომადგენლებს შესაძლო 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. მარადონას მთავარი საზრუნავი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იქნება.

ამჟამად ლეგენდა არგენტინულ კლუბს “ხიმნასია ი ესტრიმას” წვრთნის.

2018 წლის ზაფხულიდან ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკე უდგას სათავეში, მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები აგვისტოში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები