LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაქვიაშვილი: არ მგონია, თბილისში ბავშვები შიმშილობდნენ, სად ხედავთ, რომ თბილისში ეს ხდებოდეს?

201
ალექსანდრე რაქვიაშვილი

“არ მგონია, რომ თბილისში ბავშვები შიმშილობდნენ, ცალკეული შემთხვევები ვერ იქნება გადატანილი ყველაზე მდიდარ ქალაქში ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებაზე კომენტირებისას.

რაქვიაშვილის სიტყვებით, ახალი პროპაგანდა ჩაირთო, რომლის მიხედვითაც, თურმე, ქვეყნის მთავარი პრობლემა ბავშვების შიმშილია:

“სად ხედავთ, რომ თბილისში ეს ხდებოდეს? – ეს არის ტყუილი, რომლითაც არ მგონია, ამომრჩევლის ხმები მოიპოვო. შიმშილი არის კონკრეტული რამ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი რომ შიმშილობს, ეს ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. თანამედროვე ისტორიაში შიმშილი ყოველთვის იყო ხელოვნურად გამოწვეული, საბჭოთა კავშირში ხდებოდა, უკრაინაში და ა.შ.

ღარიბი ქვეყანა რომ ვართ, უამრავ ადამიანს წესიერი კვების პრობლემა აქვს, ეს ცხადია, მაგრამ ეს არ წყდება სკოლაში უფასო საკვებით და ა.შ. ეს არის განვითარების ამბავი, უკიდურესად ღარიბი რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ შიმშილობ. სიღარიბეს დავარქვათ შიმშილი, არასერიოზულია.” – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ახალ საარჩევნო რგოლში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, მოსწავლეების 35 %კი სკოლაში ყოფნისას ყოველდღიურად განიცდის შიმშილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები