LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გეგმავს პარლამენტი 2019-2020 წლებში

128
????????????????????????????????????

ირაკლი კობახიძემ და თამარ ხულორდავამ პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს. ის რამდენიმე აქტივობას მოიცავს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებაზე ზედამხედველობას და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ცნობიერების ამაღლებას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ეს კონსტიტუციითაა გამყარებული.

თამარ ხულორდავა კი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება კომპლექსური ამოცანაა. მისივე თქმით, სხვადასხვა კომიტეტთან ერთობლივი ძალისხმევით პარლამენტი გაძლიერებული კოორდინაციით იმუშავებს.

სამოქმედო გეგმის წარდგენაზე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების თვალსაზრისით მიღწევები აქვს. პარლამენტმა კი, მისი თქმით, დემოკრატიული რეფორმების გატარებაში საკვანძო როლი უნდა შეასრულოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები