LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – აპრილის კინოპრემიერები

119
FORTUNA. GE

აპრილი კინომოყვარულებისათვის გამორჩეული თვეა – ახალი ფილმები დიდ ეკრანს უბრუნდება და უამრავ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად კინომოყვარულებს ისევ შეუძლიათ კინოთეატრებს ესტუმრონ. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ამ თვეში მართლაც საინტერესო ფილმების პრემიერები გველის, რომელთაგან ზოგი აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ვნახოთ…

„სასიკვდილო ბრძოლა“ / Mortal Combat

პრემიერის თარიღი: 8 აპრილი

კინოთეატრები, HBO Max

ერთ-ერთი ფილმი, რომელიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ, სწორედ „სასიკვდილო ბრძოლაა“. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეოთამაშის მორიგი კინოვერსია  ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომლებსაც 2021 წელს მაყურებელი ყველაზე მეტად ელის. სასიკვდილო ორთაბრძოლების შესახებ ფილმები აქამდე 1995 და 1997 წლებში გამოვიდა. ფილმის ნახვა 8 აპრილიდან კინოთეატრების გარდა HBO Max-ზეც არის შესაძლებელი.

მოგზაურები“ / Voyagers

პრემიერის თარიღი: 9 აპრილი

სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის თრილერში მოვლენები შორეულ მომავალში ვითარდება. 30 ახალგაზრდა შორეულ პლანეტაზე მიემგზავრება. ეკიპაჟის მიზანი ახალი პლანეტის კოლონიზაციაა, თუმცა გზაში მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც დაგეგმილი იყო. ფილმის გმირებს სხვა ადამიანებსა და მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავების გარდა საკუთარ თავთან ბრძოლაც მოუწევთ…

უბილეთო მგზავრი“ / Stowaway

პრემიერის თარიღი: 22 აპრილი

კოსმოსურ ხომალდის ბორტზე, რომელიც მარსისკენ მიემგზავრება, სამკაციანი ეკიპაჟი უბილეთო მგზავრს პოულობს. შეზღუდული რესურსების პირობებში ხომალდზე მეოთხე ადამიანის ყოფნა შეუძლებელია, ამიტომ ეკიპაჟი დაუპატიჟებელი სტუმრის თავიდან მოშორებას გადაწყვეტს…

„გაგონილი და დანახული“ / Things heard and seen

პრემიერის თარიღი: 29 აპრილი

არხი: Netflix

როლებში: ამანდა სეიფრიდი, ჯეიმს ნორტონი

საშინელებათა ჟანრის თრილერი ახალგაზრდა მხატვრის, ქეთრინ კლერის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ქორწინებას და ცხოვრებასაც სრულიად ცვლის ერთი გადაწყვეტილება – შეიცვალოს საცხოვრებელი სახლი და მანჰეტენიდან ჰუდსონის პატარა დასახლებაში მდებარე ძველ სახლში გადავიდეს…

შებრალების გარეშე / Without Remorse

პრემიერის თარიღი: 30 აპრილი

არხი: Prime Video

როლებში: მაიკლ ბი ჯორდანი, ჯეიმი ბელი, ჯოდი ტერნერ სმიტი.

ტომ კლენსის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული თრილერი სპეცრაზმელის, ჯონ კელის შესახებ, რომელსაც ცხოვრება საშინელ სიურპრიზს სთავაზობს – იგი ორსულ მეუღლეს, პამელას კარგავს, რის შემდეგაც შურისძიებას გადაწყვეტს. თუმცა კელიმ არ იცის, რომ გაცილებით სერიოზულ და მასშტაბურ ბრძოლაში ჩაბმა მოუწევს…

„ორშაბათი“ / Monday

პრემიერის თარიღი: 16 აპრილი

როლებში: სებასტიან სტენი, დენიზ გოუ

ბერძნულ-ამერიკული დრამა ათენში მცხოვრები ამერიკელების, მიკის და ქლოის საზაფხულო რომანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შესაძლოა რაღაც უფრო მეტში გადაიზარდა… არიან თუ არა ისინი მზად, რომ საკურორტო რომანს შანსი მისცენ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები