LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ დეკემბერში? – წლის ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერები

494
moviesnews

დეკემბერი წლის ბოლო თვეა და ტრადიციულად, დეკემბერში კინომოყვარულები ყოველთვის განებივრებულნი არიან საინტერესო პრემიერებით. გამონაკლისი არც წლევანდელი დეკემბერია, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მაყურებელს როგორც იქნა ფილმების დიდ ეკრანზე ხილვის ბედნიერება დაუბრუნდა. და მაინც,  რას ვუყუროთ დეკემბერში? – არჩევანი ნამდვილად დიდია…

„ვესტ საიდური ისტორია“ /West Side Story

პრემიერა: 10 დეკემბერი

1961 წლის ამავე სახელწოდების კლასიკური მიუზიკლის სტივენ სპილბერგისეული რიმეიქი კვლავინდებურად აკრძალული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. მიუზიკლში მოვლენები 1950-იანი წლების შუა პერიოდში,  ნიუ–იორკში ვითარდება. ქუჩის ორი დაპირისპირებული  ბანდის – “ჯეთსების” და “ზვიგენების” წარმომადგენლებს, ტონის და მარიას ერთმანეთი უყვარდებათ. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მარია „ზვიგენების“ ლიდერის დაა…

აღსანიშნავია, რომ 1961 წლის „ვესტ-საიდურმა ისტორიამ“ 10 „ოსკარი“ მოიპოვა, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაშიც.

 

„ადამიანი ობობა: სახლისაკენ გზა არ არის“ / Spider Man- No Way Home

პრემიერა: 17  დეკემბერი

„სახლისაკენ გზა არ არის“ „მარველის“ ფილმების,“ადამიანი-ობობა: დაბრუნება“ და “ადამიანი-ობობა: სახლიდან შორს“ სიქველია, რომელიც მარველის კინოსამყაროს მეოთხე ფაზის მეოთხე ფილმია.

ფილმში მოვლენები წინა ნაწილის, “ სახლიდან შორს“-ის  მოვლენების შემდეგ ვითარდება.  პიტერ პარკერის სიცოცხლე და რეპუტაცია საფრთხეში აღმოჩნდება, რადგან მისტერიომ მისი ვინაობა მთელ მსოფლიოს გაუმხილა. პიტერი დახმარებისთვის დოქტორ სტივენ სტრეინჯს მიმართავს, მაგრამ მალე ყველაფერი  კიდევ უფრო ირევა და უფრო სახიფათო ხდება…

 

„კოშმარული ჩიხი“ / Nightmare Alley

პრემიერა: 17 დეკემბერი

ამავე სახელწოდების 1947 წლის ნეონუარული ფილმის რიმეიქი ახალგაზრდა ამბიციური თაღლითისა და ილუზიონისტის, სტენ კარლაილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავისი დანაშაულებრივი საქმიანობიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად თავისზე  უფრო საშიშ ფსიქიატრთან, ლიტლი რიტერთან გაერთანებას გადაწყვეტს.

 

„დაკარგული ქალიშვილი“ / The Lost Daughter

პრემიერა: 17 დეკემბერი

ლედა კარუზო იტალიური ლიტერატურის ბრიტანელი პროფესორია, რომელიც დასასვენებლად საბერძნეთის კუნძულ სპეცეში ბინას ქირაობს, თუმცა კუნძულზე მისი მშვიდი არდადეგები მოულოდნელად მას შემდეგ სრულდება, რაც მეზობელ ვილაში ნიუ-იორკიდან ჩამოსული ხმაურიანი ოჯახი დასახლდება.

 

“ზოოსტარი“ 2 / Sing 2

პრემიერა: 22  დეკემბერი

ანიმაციური კომედია  “ზოოსტარის“ სიქველი კოალა ბასტერის და მისი ახალი მუსიკალური ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ახლა გლამურულ რედშორ-სიტიში მდებარე თეატრში ახალი შოუს დებიუტისათვის ემზადებიან…

 

„ქინგსმენი 3“ / King’s Men 3

პრემიერა:  22 დეკემბერი

ფილმში ასახული მოვლენები მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება და საიდუმლო ორგანიზაცია „ქინგსმენის“ შექმნის ამბავს მოგვითხრობს. როდესაც  დამნაშავე გენიოსები ძალიან საშიში გეგმის განსახორციელებლად ერთიანდებიან,  მსოფლიოს ბედი  მარტოხელა გმირის ხელში აღმოჩნდება, რომელიც გამოსავლის ძიების პროცესში  მატა ჰარის, ჰერბერტ კიტჩენერს, გავრილო პრინციპს და სხვა ცნობილ ფიგურებს ხვდება…

 

„ნუ აიხედავ მაღლა“/ Don’t Look Up

პრემიერა: 24 დეკემბერი

შავი კომედია ორი ასტრონომის, რენდელ მინდის და ქეით დიბიასკის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ გიგანტური მეტეორიტი, რომელიც დედამიწისკენ მოფრინავს, მას ექვსი თვის შემდეგ გაანადგურებს. შესაბამისი ძალაუფლების მქონე პირები ასტრონომებს არ უსმენენ და სასაცილოდაც არ ჰყოფნით მათი ნათქვამი, ამიტომ რენდლეი და ქეითი გადაწყვეტენ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ყველაფერი პირდაპირ ეთერში ამცნონ მსოფლიოს…

 

„მატრიცა“- აღდგომა / Matrix – Resurrections

პრემიერა: 24 დეკემბერი

საკულტო ფრენშაიზის მეოთხე ნაწილში სიუჯთეტის ცენტრში კვლავ ნეო გვევლინება, რომელსაც მატრიცა სრულებით აღარ ახსოვს. იგი უცნაური და კოშმარული სიზმრების გამო ხშირად სტუმრობს ფსიქიატრს. თუმცა ერთ დღეს ნეოს ცხოვრება ისევ თავდაყირა დგება- იგი ხვდება იდუმალ მამაკაცს, რომელიც მას  წითელ ან ლურჯ აბს შეთავაზებს წარწერით: „ფრენის დროა“…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები