LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – იანვრის საუკეთესო ახალი სერიალები

113
#სტუმრადვარსკვლავთან

ნეტფლიქსი“, “ეიჩ ბი ოუ“, “ფოქსიდა სხვა ცნობილი არხები სერიალომანი მაყურებლის განებივრებას განაგრძობენ. გასული თვეების მსგავსად, წინ იანვარშიც არაერთი საინტერესო პრემიერა გველის, ასე რომ პლედი მოიხურეთ, ცხელი ყავა დაისხით და ჩაუჯექით

იანვრის საუკეთესო ახალი სერიალები:

უძღები შვილი” / Prodigal Son

არხი: Fox

პრემიერის თარიღი: 12 იანვარი

პირველი კლასის კრიმინალური ფსიქოლოგს, მალკოლმ ბრაიტს მუდამ თან სდევს მამამისის, სერიული მკვლელის აჩრდილი. მალკოლმის მამა, რომელსაც პოლიციელებმა მეტსახელად “ქირურგი” შეარქვეს, მის ბავშვობაში დააპატიმრეს, თუმცა შვილთან კონტაქტის გარეშეც კი იგი მალკოლმის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას ახერხებდა. შესაბამისად, ახალი საქმე ფსიქოლოგის მთავარი გამოწვევაა. მან პოლიციასთან ერთად უნდა იპოვოს სერიული მკვლელი, რომლის შთაგონების წყაროც “ქირურგია”…


ვანდავიჟენი” / WandaVision

არხი: დისნეი +

პრემიერის თარიღი: 15 იანვარი

ფანტასტიკური მინი-სერიალი “შურისმაძიებლების” ოფიციალური სპინ-ოფია, რომელშიც მოვლენები “თამაშის დასასრულის” შემდეგ ვითარდება. სერიალი ვანდა მაქსიმოფის და მისი მეუღლის, ვიჟენის დრამატული ბედის და თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს…

ქალიშვილი სხვა დედისგან” / Daughter From Another Mother

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 20 იანვარი

ნეტფლიქსის მექსიკური დრამედია მოგვითხრობს ორი აბსოლუტურად განსხვავებული დედის, ანას და მარიანას შესახებ, რომლებმაც ერთსა და იმავე კლინიკაში ერთდროულად იმშობიარეს. ერთი შეხედვით მათ საერთო არაფერი აქვთ, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება, რომ სამშობიაროში მათი ახალშობილი გოგონები ერთმანეთში აერიათ…

 

სრულყოფილი ცხოვრება” / Perfect Life

არხი: HBO Max

პრემიერის თარიღი: 21 იანვარი

სერიალი დების – ესთერისა და მარიას, და მათი საუკეთესო მეგობრის, კრისტინას შესახებ მოგვითხრობს,რომლებსაც ცხოვრებაში სხვადასხვა პრიორიტეტები და პრობლემები აქვთ, თუმცა ერთი რამ უცვლელია – მათი მეგობრობა.

უოკერი” / Walker

არხი: CW

პრემეირის თარიღი: 21 იანვარი

1993-2001 წლების  საკულტო სერიალის, “უოკერი ტეხასელი რეინჯერის” ახალი ვერსია, რომელშიც მთავარ როლს “ზებუნებრივის” ვარსკვლავი, ჯარედ პადალეკი ასრულებს.

ტეხასელი რეინჯერი – კორდელ უოკერი ქვრივი და ორი შვილის მამაა, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს ოჯახურ პრობლემებს და დაიბრუნოს ნორმალური ცხოვრება, თუმცა ამისათვის მან პირველ რიგში თავისი ცოლის გარდაცვალების გარემოებები უნდა გაარკვიოს…


და” / The Sister

არხი: Hulu

პრემიერის თარიღი: 22 იანვარი

ნათანი ჩვეულებრივი, 30 წელს გადაცილებული დაოჯახებული მამაკაცია, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ერთ წვიმიან საღამოს მისი სახლის კარს ბობი მიადგება -უსიამოვნო ნაცნობი წარსულიდან. ბობი ნათანს არც ისე სასიამოვნო ახალ ამბავს ატყობინებს, რომელიც მთლიანად შეცვლის ნათანის და მისი გარშემომყოფების ცხოვრებას…


ბედისწერა: ვინქსის საგა” / Fate: The Winx Saga

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 22 იანვარი

ფენტეზი-სერიალი მოზარდი ფერიების შესახებ, რომლებიც ჯადოსნურ სკოლა-ინტერნატ “ალფეაში” თავიანთი მაგიური ძალების მართვას სწავლობენ. თუ თინეიჯერულ რომანტიკულ თავგადასავლებთან ერთად  მონსტრები, შორეული და მისტიკური პარალელური სამყაროები  და მაგია გხიბლავთ, ეს სერიალი იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ..

ელისის დაკარგვა” / Losing Alice

არხი: Apple TV+

პრემიერის თარიღი: 22 იანვარი

ნეო-ნუარის სტილის ფსიქოლოგიური თრილერი ამბიციური 48 წლის კინორეჟისორის ელისის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 24 წლის სცენარისტით, სოფით შეპყრობილი ხდება. და მაინც, რაზეა ადამიანი წამსვლელი ძალაუფლების, წარმატების და უსაზღვრო პოპულარობის მისაღწევად? ელისი -ყველაფერზე…

“3 მოგზაურობა” / 3 Caminos

არხი: Amazon Prime

პრემიერის თარიღი: 23 იანვარი

5 ადამიანი დამათი ცხოვრების სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. სამი მოგზაურობა 2000, 2006 და 2021 წლებში სრულიად სხვა ადამიანებად აქცევს ჟანას,ლუკას, რობერტოს, იუნ სოს და რაკელს. პირველი მოგზაურობის დროს ისინი 20 წლის ასაკს გადაცილებულნი არიან, მეორე მოგზაურობისას 30 წელს, ხოლო 2021 წელს უკვე 40-ს. წლებთან ერთად მათი ხედვა და მიდგომებიც იცვლება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები