LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – ივნისის და ივლისის საუკეთესო სერიალები

310
Untitled design (1)

 სერიალების მოყვარულებს ცხელი ზაფხული ელით. HBO, Netflix და სხვა არხები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მათ ერთგულ მაყურებელს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეს. გამონაკლისი არც ივნისი და ივლისია. ზაფხულის პირველ ორ თვეს არაერთი საინტერესო ახალი სერიალი და რამოდენიმე კარგად ცნობილი, საყვარელი სერიალის ფინალური სეზონი გველის.

ივნისის და ივლისის საუკეთესო სერიალები:

,,ტრეკერები“ / Trackers

პრემიერის თარიღი: 5 ივნისი

არხი: Cinemax

კრიმინალური დრამა დეონ მაიერის ამავე სახელწოდების ნოველის ადაპტაციაა და მოგვითხრობს CIA-ს განსხვავებული სახის ოპერაციებზე სამხრეთ აფრიკაში. თუ გხიბლავთ სერიალები СIA-ს საქმიანობის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ, მაშინ ეს სერიალი თქვენთვისაა.

„13 მიზეზი რატომ“ / 13 reasons Why – სეზონი 4 (ფინალური სეზონი)

პრემიერის თარიღი : 5 ივნისი

არხი:  Netflix

ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული სერიალი თინეიჯერებისა და მათი პრობლემების შესახებ დასასრულს უახლოვდება. კლეი ჯენსენის და მისი მეგობრების მორიგი თავგადასავლის ხილვა, რომელიც თვითმკვლელობამდე ჰანა ბეიკერის მიერ ჩაწერილი აუდიოკასეტებით დაიწყო, უკვე შესაძლებელია. სერიალის ფინალური, მეოთხე სეზონის პრემიერა 5 ივნისს შედგა და იგი უკვე სრულად არის ხელმისაწვდომი Netflix-ზე.

„ტყე“ / The Woods

პრემიერის თარიღი: 12 ივნისი

არხი: Netflix

The Stranger-ის ავტორის, ჰარლან კობენის კიდევ ერთი კრიმინალური დრამის ეკრანიზაცია, რომელსაც “ნეტფლიქსი” მაყურებელს შესთავაზებს. სიუჟეტის ცენტრში პოლონელი პროკურორი, პაველ კოპინსკი იმყოფება, რომლის დაც 25 წლის წინ საზაფხულო ბანაკში ყოფნისას ტყეში უკვალოდ გაუჩინარდა. ახალი მტკიცებულებების საფუძველზე კოპინსკი ვარაუდობს, რომ მისი და შესაძლოა ცოცხალი იყოს.

„პერი მეისონი“ / Perry Mason

პრემიერის თარიღი: 21 ივნისი

არხი: HBO

ამერიკელი დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის, ერლ სტენლი გარდნერის რომანების სერიებზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, 1930-იანი წლების ლოს-ანჯელესში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს. პერი მეისონი ადგილობრივი ადვოკატია, რომელსაც თავის კარიერაში ყველაზე რთულ საქმეებს თავის კოლეგა კერძო დეტექტივთან, პოლ დრეიკთან ერთად იძიებს.

„მებრძოლი მონაზონი“ / Warrior nun

პრემიერის თარიღი: 2 ივლისი

არხი: Netflix

ფანტასტიკური დრამა მონაზონთა უძველესი ორდენის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ბოროტებას ებრძვიან. სიუჟეტის ცენტრში კი 19 წლის გოგონა ავაა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ უკან ბრუნდება, როგორც ორდენის წევრი. ავა დემონებთან საბრძოლველად სხვებს უერთდება…

„მამაცი ახალი სამყარო“ / Brave New World

პრემიერის თარიღი: 15 ივლისი

არხი: Peacock

სახელწოდების ინგლისელი მწერლის, ნოველისტის და ფილოსოფოსის, ოლდოს ჰაქსლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაში, რომელიც დისტოპიურ ჟანრს განეკუთვნება, მოქმედება მომავლის სამყაროში ვითარდება.

ლონდონი მსოფლიოს დედაქალაქია, სადაც საზოგადოება კასტებადაა დაყოფილი. ახალ მსოფლიოში აკრძალულია ფული,ოჯახის ქონა და მონოგამია, ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად კი სინთეზური ნარკოტიკის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია.

„შეპყრობა“ / The Capture

პრემიერის თარიღი :15 ივლისი

არხი: Peacock

სერიალი  ბრიტანელი ჯარისკაცის, შონ ემერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მკვლელობაში ბრალდებული იყო, თუმცა დამადასტურბეელი ვიდეომასალის ცუდი ხარისხის გამო გაათავისუფლეს.  ერთ დღეს შონი კვლავ ხვდება სამართალდამცავების თვალთახედვის არეალში. მისი ახალი ნაცნობის გაუჩინარების შემდეგ ისინი აღმოაცენენ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, თუ როგორ დაესხა შონი თავს დაკარგულ ქალს. თუმცა თავად ემერი ირწმუნება, რომ ვიდეო ნამდვილი არ არის…

„ბნელი“ / DARK – სეზონი 3 (ფინალური სეზონი)

პრემიერის თარიღი: 27 ივნისი

არხი:  Netflix

Netflix-ის პირველი გერმანულენოვანი პროექტი, რომელმაც ფურორი მოახდინა, 27 ივნისს ეკრანებზე დასკვნითი, მესამე სეზონით დაბრუნდება. “ბნელი’’ საუკეთესო არჩევანია მისტიკის, სამეცნიერო ფანტასტიკის  და კრიმინალური დრამის მოყვარულებისათვის. სერიალში მოქმედება გერმანიის პატარა ქალაქ ვინდენში 2019, 1986 და 1953 წლებში ხდება. სიუჟეტი ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ოჯახის ირგვლივ ვითარდება. „ბნელი“ განსაკუთრებით თავსატეხების მოყვარულებს მოეწონებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები