LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ ნოემბერში? – თვის საუკეთესო სერიალები

471
Untitled design (2)

ნოემბერში, ისევე როგორც სხვა დანარჩენ თვეებში, მაყურებელ შეეძლება არაერთ საინტერესო სერიალს ჩაუჯდეს. ზოგი მათგანი პირველად იხილავს დღის სინათლეს, ზოგს კი ზურგს წარმატებული წინა სეზონები უმაგრებს.

ვუყუროთ ნოემბერში? მოვიმარაგოთ პოპკორნი და ერთად ვნახოთ რას გვთავაზობენ სერიალების საუკეთესო მომწოდებლები: HBO, BBC და Netflix.

სიყვარული და ანარქია“ /  ALove & narchy

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 4 ნოემბერი

„ნეტფლიქსის“ შვედური პროექტი ორი შვილის დედის, სოფის და ახალგაზრდა აიტი სპეციალისტის, მაქსის ფლირტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო სერიოზული ხდება. ყველაფერი ალბათ კარგად იქნებოდა რომ არა ერთი ფაქტი – სოფი დაქორწინებულია.

დეში და ლილი“ / Dash and Lily

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 10 ნოემბერი

„ყველა ბიჭს, ვინც აქამდე მყვარებია“ წარმატებული თინ-შოუ გამოდგა, სწორედ ამიტომ „ნეტფლიქსი“ ახალ სერიალს გვთავაზობს თინეიჯერული რომანის შესახებ. სერიალის მთავარი გმირები მორცხვი ლილი და ცინიკოსი დეში არიან, რომლებიც ურთიერთობას შობის წინ, წიგნების მაღაზიაში დამალული დღიურის საშუალებით იწყებენ. ისინი ერთიმეორისათვის ჩანაწერებს ტოვებენ დღიურში ისე, რომ არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს…

,,მისი ბნელი საწყისები“ / His Dark Materials, სეზონი 2

არხი: BBC One, HBO

პრემიერის თარიღი: BBC- 8 ნოემბერი, HBO – 16 ნოემბერი

ლაირა ბელაქვას მოგზაურობა ამჯერად უკვე პარალელურ სამყაროში გრძელდება. ფილიპ პულმენის ტრილოგიაზე დაფუძნებული ფენტეზი-შოუს წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ მაყურებელი მოულოდნელად ელის მის გაგრძელებას. ლაირა, რომელმაც პირველი სეზონის ბოლოს პარალელური სამყაროსკენ მიმავალ პორტალში შეაბიჯა უილ პერის შეხვდება – კიდევ ერთ თინეიჯერს, რომელიც საკუთარი სამყაროსა და წარსულისგან გაქცევას ცდილობს.

ინდუსტრია“ / Industry

არხი: BBC, HBO

პრემიერის თარიღი: HBO – 9 ნოემბერი, BBC – 10 ნოემბერი

„უოლ სტრიტის მგელი „მელროუზ პლეისს“ ხვდება“ – ასე დაახასიათა “ BBC-სა და HBO-ს კიდევ ერთი საერთო ნამუშევარი მისმა შემოქმედმა ლენა დანჰემმა. რვასერიიან შოუში მოქმედება ლონდონში ვითარდება. იგი ამერიკელი ფინანსისტის, ჰარპერ სტერნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ ბანკში მუდმივი სამუშაო ადგილის მისაღებად იბრძვის.

მიდასის მინიონები“ / The Minions of Midas

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 13 ნოემბერი

„ნეტფლიქსის“ ესპანურენოვანი სერიალის სიუჟეტი, რომელიც ჯეკ ლონდონის ნოველითაა  ინსპირირებული, თანამედროვე მადრიდში ვითარდება. მისტიური ორგანიზაცია ცნობილ გამომცემელს და ინფლუენსერს, ვიქტორ ხენოვესს უკავშირდება და სოლიდური თანხის გადახდას სთხოვს, წინააღდეგ შემთხვევაში კი კონკრეტულ დროსა და ადგილას შემთხვევით შერჩეული ადამიანის მოკვლით ემუქრება… ორგანიზაციის წევრები ვიქტორს იმასაც ამცნობენ, რომ მკვლელობები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ორგანიზაცია თავის მიზანს არ მიაღწევს.

„გვირგვინი“ / The Crown , სეზონი 4

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 15 ნოემბერი

„ნეტფლიქსის“ ყველასთვის კარგად ცნობილი დრამა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ ამჯერად მოგვითხრობს 1970-80 წლების მონაკვეთის შესახებ. დედოფალი ილისაბედი ბრიტანეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს ხვდება, პრინცი ჩარლზი კი ლედი დაიანა სპენსერზე დასაქორწინებლად ემზადება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები