ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა, სადაც შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ ახალ მასალებს გაეცნობა. საუბარია სოციალურ ქსელ „ინსტაგრამიდან“ ამოღებულ მიმოწერაზე, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს საშუალებით ამოიღეს. რას წერდნენ მკვლელობის დღეს ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე მოსწავლეები ერთმანეთს, სარალიძე დღეს გაიგებს. უფლებადამცველის განმარტებით, მიმოწერა დათუნა სარალიძის მკვლელობისა და შემდეგ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აღნიშნავს, რომ „ინსტაგრამიდან“ ამოღებულ მასალებში 4-5 არასრულწლოვანის პირადი მიმოწერაა, მათ შორის მიხეილ კალანდიასიც.

მსგავსი თემები