LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი ოდენობით

81
1437369shutterstock-230238832780x390-702x336

2019 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 78.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 56.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 51.2 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვართებერვალში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 101.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 88.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 71.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი).

შეგახსენებთ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები