LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასაც აკადრებენ რობიკოს ეგ არ არის ძალადობა? ვალდებულია, თავისი მსახიობები დაიცვას, ხვალ შეიძლება ჩემზეც თქვან, რომ ვძალადობდი, ამიტომ უნდა გამაგდონ თეატრიდან? – ნანა ლორთქიფანიძე

780
BeFunky-collage (2)

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურის შესახებ გადაცემაში “ფარული კონვერტი” გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. საკითხით დაინტერესდნენ სამართალდამცველებიც. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.  რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა კი ძალადობა დაგმო და მოხსნა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი „იულიუს კეისარი“, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

ძალადობას გმობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ლორთქიფანიძეც და აღნიშნავს, რომ ნინუცა მაყაშვილის მიმართ სოლიდარულია, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ მისთვის, ასევე, მიუღებელია ის ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც ბოლო დღეებში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მიმართ ისმის. ამის შესახებ მსახიობმა “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.

ქეთი დოლიძე: „როცა ეს დაკავშირებულია კონვერტთან და 5000 ლართან, მე ამის მიღება არ შემიძლია და არ მინდა, ასეთი სახით მიღებული გულწრფელობა 11 წლის შემდეგ!..“

ქეთი დოლიძე fortuna.ge-ს ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალურ საქმეზე საკუთარ მოსაზრებას უზიარებს

“ფაქტი არის მძიმე, ცუდი, ვუთანაგრძნობ ნინუცას და ვუცხადებ სოლიდარობას, ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ მერე რაც მოჰყვა, ეს ყველაფერზე უარესია.

რასაც აკადრებენ ბატონ რობერტს, არავინ იცის, ეს სიმართლეა, ტყუილია… ამას დამტკიცება სჭირდება, ხელაღებით ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ შევსწრებივარ, არ მინახავს… არ მგონია ნინუცა ტყუოდეს, მაგრამ რასაც აკადრებენ რობიკოს და რასაც უწოდებენ, ეგ არ არის ძალადობა? სიტყვიერი ძალადობა ხშირად შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ფიზიკური.

ბატონი რობერტი ვალდებულია, თავისი მსახიობები დაიცვას. ხვალ შეიძლება ჩემზეც თქვას ვინმემ, რომ მასზე ვძალადობდი, ამიტომ უნდა გამაგდონ თეატრიდან? მისცენ დასს, თეატრის ხელმძღვანელობას საშუალება თვითონ მიიღონ ზომები და არა გარეშე პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

რობერტ სტურუა: „დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ!”

ზუსტად მივხვდი, რას ნიშნავდა თავის დროზე სააკაშვილის მხრიდან გამოთქმა “ჩარეცხვა”, “ჩასარეცხები”, “ჩარეცხილები” – მიაღწიეს ამას, ყველა ავტორიტეტი, თუკი ვინმეს რამე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, გადაევლოთ ამ ადამიანებისთვის ადვილად,”-  განუცხადა “რუსთავი 2-ს” ნანა ლორთქიფანიძემ.

ბესო ზანგური: „პირველ ცოლსაც ცოტა სკანდალურად დავშორდი, მაგრამ ისიც არ აფიქსირებს, რომ მე მოძალადე ვარ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები