LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აკერებენ ღილებს მამაკაცებისა და ქალების პერანგებზე სხვადასხვა მხარეს

153

შეგინიშნავთ, რომ მამაკაცის პერანგებს ღილები მარჯვნივ, ქალისას კი – მარცხნივ აქვს? თუ შეგინიშნავთ, მიზეზიც დაგაინტერესებთ.

ამბავი საკმაოდ საინტერესოა და ის სულაც არ უკავშირდება თანამედროვე დიზაინერების გადაწყვეტილებას. ღილებს სხვადასხვა მხარეს დაახლოებით მეცამეტე საუკუნიდან აკერებენ. სწორედ იმ პერიოდში მხოლოდ დიდგვაროვან ქალებს ჰქონდათ საშუალება, ღილებიანი სამოსი ჰქონოდათ. მათ კი ჩაცმაში ყოველდღე მოსამსახურეები ეხმარებოდნენ. სწორედ ამიტომ აკერებდნენ ღილებს ქალების კაბებსა და პერანგებზე მარცხენა მხარეს, რომ მოსამსახურეებს შეკვრა გამარტივებოდათ (მათ შორის, ცაციები, ალბათ, არც ისე ბევრი იყო).

მამაკაცები სამოსს თავადაც იცვამდნენ და ამიტომ, ღილებს მარჯვენა მხარეს აკერებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები