LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ აიცრა პრემიერ-მინისტრი – თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს

467
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, პრემიერ-მინისტრის კორონავირუსით ინფიცირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რისკ-ჯგუფი შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი გახდეს.

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კითხვაზე, რატომ არ აიცრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირისის საწინააღმდეგო ვაქცინით – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ თავდაპირველად ქვეყანაში მაღალი რისკის ჯგუფების აცრა მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრი კი არცერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა.

“ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არცერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრული არის გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზენბისთვის ვაქცინაციის ჩატარება ამ შემთხვევაში ჩვენ მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. ჯერჯერობით განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფების აცრა მიმდინარეობს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პოპულალურები