LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ აქვეყნებს საქართველოს მთავრობა წერილს, რომელიც გერმანიამ და საფრანგეთმა გამოუგზავნეს

100
1565964751757033

ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებული ცნობით, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ წერილს მალვას, რომელიც საფრანგეთის და გერმანიის სახელმწიფოებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი გამოუგზავნეს, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. კანდელაკი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმართვა გამოაქვეყნოს.

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია “ფორტუნამ” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, სადაც წერილის არსებობა არ უარყვეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მისი გასაჯაროვება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა. უწყების ცნობით, წერილი, რომელიც პარტნიორი ქვეყნებიდან მიიღეს არის კონსტრუქციული და მხარდამჭერი.

შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა – მორიგი კრიტიკული წერილი და გაფრთხილება გახარიას

“წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს” – გვიპასუხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით განმარტებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები