LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ჩანაცვლდა ირმა ინაშვილი პარლამენტში ქალი დეპუტატით: ცესკოს განმარტება

158
გელაირმა

ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. პირველად ეს ნაბიჯი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა გადადგეს.

ავთანდილ ენუქიძე, და­ვით ზილ­ფი­მი­ან­ი, ფრი­დონ ინ­ჯი­ა და გელა მი­ქა­ძე. ასე გამოიყურება ოპოზიციური დეპუტატების სია, რომლებსაც მე-10 მოწვევის პარლამენტში ვიხილავთ.

“ხელისუფლებასთან გარიგება არ ყოფილა” – პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი დეპუტატი ახალ პარტიას აფუძნებს

„პატრიოტთა ალიანსი“ სიის პირველი ნომერი არის ირმა ინაშვილი.

რატომ არ მოხდა მისი ჩანაცვლება ქალი დეპუტატით, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ცესკოს პრესსპიკერს ნათია იოსელიანს მიმართა. 

ნათია იოსელიანმა ჩვენთან საუბარში განმარტა, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით კანონში გაკეთებული ჩანაწერის შესაბამისად, რატომ არ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე ქალი კანდიდატი და როგორ შევიდა პარლამენტში მის ნაცვლად კაცი დეპუტატი.

„ საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსმა“ ოთხი მანდატი მოიპოვა. „პატიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი იყო, ავთანდილ ენუქიძე, რომელმაც არ შეიწყვიტა უფლებამოსილება და დარჩა პარლამენტის წევრად. ირმა ინაშვილის ჩანაცვლება მოხდა გელა მიქაძით, რომელიც გახლდათ პარტიულ სიაში მეხუთე ნომერი. გიორგი ლორია ჩანაცვლდა ფრიდონ ინჯიათი, რომელიც მეშვიდე ნომერი იყო პარტიულ სიაში და გოჩა თევდორაძე ჩანაცვლდა დავით ზილფიმიანით, რომელიც მათი სიაში მერვე ნომერი იყო. 

სწორედ ეს სამი მამაკაცი იყო, რომლებმაც უარი არ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე. ნანა დევდარიანმა, რომელიც სიის მეექვსე ნომერი იყო და წესით უნდა ჩაენაცვლებინა ირმა ინაშვილი, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. შედეგად, პარტიულ სიაში შემდეგი ქალი კანდიდატი, მე-9 ნომრად ცისანა სეფიაშვილი იყო. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პარტიული სიიდან 3 პირის გარდა, ყველას რეგისტრაცია 31 დეკემბერს გაუუქმდა, მათ შორის ცისანა სეფიაშვილსაც, შესაბამისად, სხვა არავინ იყო, ქალი სიაში, ვინც ირმა ინაშვილს ჩაანაცვლებდა და შესაბამისად მოხდა ინაშვილის მამაკაცით ჩანაცვლება, რომელიც მათივე რეგისტრირებულ სიაში მეხუთე იყო“,- აღნიშნა იოსელიანმა. 

შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე 4 იანვარს შეუწყვიტა. 5 იანვარს კი მათი ადგილმონაცვლეების გელა მიქაძის, დავით ზილფიმიანისა და ფრიდონ ინჯიას უფლებამოსილება სცნო. სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობისთანავე ფრიდონ ინჯიამ პარტია “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა და „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა დააანონსა.

კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება: ინაშვილი

“ბიზნესმენის ბუნება ასეთია… ინაშვილი თანაგუნდელების საქციელით იმედგაცრუებული არ უნდა იყოს” – როგორ აფასებენ ექსპერტები პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები