LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ღირს ყველა ბავშვის ტყვიაზე გამოკვლევა და როდის არის ეს აუცილებელი – ეკა უბერის განმარტება

125
ekauberi

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ტყვიით ინტოქსიკაციის წყაროებზე ისაუბრა. პედიატრის განმარტებით, ტყვიაზე კვლევა რუტინული კვლევების რიცხვში არ შედის და მას კონკრეტული ჩვენება სჭიდება:

პირველ რიგში, მინდა იმით დავიწყო, რომ ტყვიის გამოკვლევა და ბავშვის შემოწმება რუტინული კვლევა არ არის. დაახლოებით, 2 წლის წინ მშობლები ძალიან ხშირად მოგვმართავდნენ ხოლმე და ამბობდნენ, რომ ბავშვებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა სურდათ. თუ ბავშვს სიმპტომატიკა არ აქვს, ჯანმრთელია და დედას არ აქვს ჩივილი, პირველ რიგში, მისი გონებრივი განვითარების შესაძლებლობებზე ან რაიმე სხვა პრობლემებზე, რუტინულად ტყვიის შემცველობის განსაზღვრა არ ხდება.

თუ ტყვიის არსებობა მაღალია და ქრონიკული მოწამვლის წყაროები არ დადგინდა, აზრი არ აქვს მისი შემცველობის განსაზღვრას. მკურნალობის  ეფექტურობა საკმაოდ დაბალია. მნიშვნელოვანია, წყაროს განსაზღვრა, თუ საიდან ხდება მწვავე თუ ქრონიკული მოწამვლის შემთხვევები. ეს არის წყალი, სამშენებლო მასალები, საღებავები, რეზერვუარები, სათამაშოები, ფანქრები თუ სხვა.

ერთი პერიოდი, ეს საკითხი მშობლების შფოთვის საგანი იყო და ახლა ძალიან კარგია, რომ მიწყნარდა. მხოლოდ კლინიკური სიმპტომატიკის, ჩივილების მქონე ბავშვებზე ხდება გამოკვლევა.

რაც შეეხება ჩივილებს, გარდა იმისა, რომ მოზრდილებში შეიძლება ეს გამოიხატებოდეს საერთო სისუსტითა და შრომისუნარიანობის დაქვეითებით, ბავშვებთან, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან, ძალიან მნიშვნელოვანია ტყვიით მოწამვლის პრევენცია და ფსიქომოტორული განვითარების შეფერხების შეფასება. ერთ-ერთი, და არა ერთადერთი, მიზეზი შეიძლება ტყვიით მოწამვლა იყოს და ამის პრევენცია მხოლოდ ჯანსაღი გარემოა“- ამბოსბ ეკა უბერი გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები