LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მივიდა ამ დრომდე მელია სააკაშვილის სანახავად

828
BeFunky-collage (15)

არასერიოზულია განცხადება, რომ რაღაც უთანხმოებაა, ვინ შევა და ვინ არ შევა, ამას სამწუხაროდ, პარლამენტი წყვეტს, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ წამყვანის კითხვას, რატომ შეფერხდა ნიკა მელიას მისვლა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან.

საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სააკაშვილთან ერთ დღეში შესვლას ყველა ვერ შეძლებს: კუჭავა

“თითქოსდა კორონავირუსის ან რაღაც რაოდენობის მომიზეზებით [ვიზიტს] ვერ შეაჩერებენ. დეპუტატს კონსტიტუციურ უფლებას ართმევენ, მითუმეტეს იქ შესვლა ყოველთვის ხდება კორონავირუსის ტესტის გავლის შემდეგ, მიხვდნენ, რომ თითიდან გამოწვეული არგუმენტი იყო და ნელ-ნელა უკან იხევენ. როდესაც მოხდება პარლამენტის მიერ ჩვენი საშევბის გაცემა, რა თქმა უნდა, შევალთ, ნიკაც შევა და ყველა მოინახულებს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ამ დრომდე ჰქონდა თუ არა ნიკა მელიას კომუნიკაცია ან სურვილი ექსპრეზიდენტის მონახულების და ეთქვა თუ არა უარი, რომან გოცირიძემ აღნიშნა, ამაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

„კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს. აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ შევა,“- დასძინა გოცირიძემ.

ამავე გადაცემაში, ენმ-ს წევრმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებზე ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტორმა იმუშავა, თუმცა გოცირიძის სიტყვებით, “რა ზომით მოახდინა საარჩევნო შედეგზე გავლენა, ამას მეორე ტური გვაჩვენებს”.

“მთავარი ამოცანაა ყველა გაერთიანდეს ერთის წინააღმდეგ”,- თქვა გოცირიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. “ქართული ოცნების” ლიდერები და შსს 1 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია.

ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.