LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ არ მოვიკალი თავი? – მე მაქვს პასუხი ამ კითხვაზე” [ვიდეო]

362
maia asatiani

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემა „პროფილში“ დედასთან ერთად, პირადი ტრაგედიის შესახებ ილაპარაკა. მისმა დედამ საჯაროდ ისაუბრა იმ პერიოდზე, როცა მას შვილიშვილი მაიას კი შვილი გარდაეცვალა. ასათიანის დედა ნინო კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ჰქონდა იმის შიში, რომ შვილიშვილთან ერთად მაიასაც დაკარგავდა.

მაია ასათიანმა კი ისაუბრა იმის შესახებ თუ რატომ და როგორ დარჩა ცოცხალი.

„მე ხშირად მომმართავენ შვილმკვდარი ქალების ახლობლები და მთხოვენ რჩევას, როგორ დაიწყონ ცხოვრება თავიდან. მე სულ ვამბობ, რომ ეს მარტო შეუძლებელია. რომ არ ყოფილიყო დედაჩემი, მე ამ ეტაპებს ვერ გავივლიდი. პირდაპირი მნიშვნელობით თავიდან ვისწავლე სიარული და ეს დედაჩემის დამსახურებაა.

ხშირად წერდნენ, რომ დედა ერთი წამით ადრე უნდა კვდებოდეს შვილზე და მეც მქონია ეს კითხვა საკუთარ თავთან – რატომ არ მოვიკალი თავი? ყველა შვილმკვდარ დედას აქვს ეს შეკითხვა საკუთარ თავთან, არავინ თქვას, რომ არა.

იმიტომ, რომ პირველი რაც წარმომიდგა იყო დედაჩემის სახე, რომელიც ამას უკვე ვერ გადაიტანდა და მე დავრჩი სიცოცხლეში დედაჩემისთვის. ზუსტად ვიცოდი, რომ ორ მიცვალებულს დედაჩემი იქედან ვერ წამოიღებდა. მაგრამ რეალურად ორი მიცვალებული წამოიღო,“ – ამბობს მაია ასათიანი.

მაია ასათიანს 2017 წლის თებერვალში საფრანგეთში საავადმყოფოში შვილი გარდაიცვალა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში სწავლობდა და ცხოვრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები