LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ შეიძლება სუიციდის რომანტიზება და როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია

210
maia-ciramoa-news34345

„იმედის დღემ“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას უმასპინძლა, რომელმაც ისაუბრა თემაზე, რატომ არ შეიძლება სუიციდის რომანტიზება და როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ბოლოდროინდელ მოვლენებზე.

„რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძალიან დრამატულია, ყველას შეგვეხო, ბუნებრივია, გვაქვს პროტესტი და სევდაც, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლობაზე გვაქვს საუბარი, თუკი ამ ფრაზას, რომლის ტირაჟირებაც ხდებოდა, კითხულობს ბავშვი, რომელიც ვინმეზე ნაწყენია ან ბავშვი, რომელიც მარტოა და ნახულობს, რომ ის ბიჭი გადაიქცა გმირად… განსაკუთრებით სახიფათოა კამპანია სკოლასთან მიმართებაში, რომელიც ძალიან მომხვდა თვალში, მშობლებს მიმართავდნენ, გაიყვანეთ ამ სკოლიდან თქვენი შვილებიო, ბავშვებსაც მიმართავდნენ… გავედით კონტროლი იქით და თითქოს ბავშვებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ დიდ ჯგუფს ბავშვებისას ვაგდებთ საფრთხის ქვეშ.

როგორც კი ასეთი თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცება, ეს ზრდის რისკებს და ყველა მხარემ უნდა იფიქროს.

ბავშვის ფოტოს გაზიარება სულისშემძვრელია, მესმის, რომ გვტკივა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ამით სუიციდის რისკს ზრდით. როცა ვწერთ, რომ ის იყო ლამაზი, მომხიბვლელი, საინტერესო, ხდება ამის რომანტიზება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები