LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა დანებდეთ – წარმატებული ადამიანები სირთულეებს არ უშინდებიან

maxresdefault-2

დემოსთენე არ შეუშინდა პრობლემას. დაიწყო მეტყველებაში მეცადინეობა. იგი პირში კენჭებს იყრიდა და ასე ცდილობდა გამართულად ესაუბრა. სუნთქვის პრობლემები კი აღმართზე სირბილით გამოისწორა. ყურადღების კონცენტრაციაზეც ივარჯიშა, ამბობენ, რომ ის ზღვის ტალღების ფონზე საუბრობდა, იმისთვის, რომ აზრის ჩამოყალიბებაში ხმაურს ხელი არ შეეშალა.

ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მაჰათმა განდის ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. მას არ ეთანხმებოდნენ, ხშირად დასცინოდნენ გამოთქმული მოსაზრებების გამო, თუმცა ამას არ უშინდებოდა. მას სჯეროდა საკუთარი მიზნის და მათ სისწორეში იყო დარწმუნებული. იგი მიიჩნევდა, რომ “თქვენ უნდა იყოთ ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ სამყაროში”. მისი ცნობილი ფრაზა კი შემდეგია: “პირველად უარგყოფენ, შემდეგ დაგცინიან, მერე გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ”.

მოტივაციის ორატორი ნიკ ვუიჩიჩი კიდურების გარეშე დაიბადა. თუმცა ამას ხელი არ შეუძლია თვითრეალიზება მოეხდინა. დღეს ნიკს ყველა იცნობს, როგორც ცნობილ სპიკერს. იგი კითხულობს ლექციებს, აძლევს რჩევებს და მოტივაციას სხვა ადამიანებს. ნიკი მიიჩნევს, რომ სირთულეებთან შეჯახებისას დანებება არ არის გამოსავალი, საჭიროა შეაფასოთ სიტუაცია და მოძებნოთ გადაწყვეტილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები