LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის ქალებთან კამათი უშედეგო

140
17907680-7413905-image-m-33-1567250499656

გამოცემა daily mail-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები დღემდე განხილვის თემაა. მეცნიერები კაცებს ურჩევენ, არ იკამათონ ქალებთან, რადგან მაინც დამარცხდებიან.

როგორც აღმოჩნდა, ქალების მთავარი უპირატესობა მათი მეხსიერებაა. საპირისპირო სქესთან კამათისას, ქალებს შეუძლიათ ისეთი დეტალები და ფრაზები გამოიყენონ, რომელიც მათ უპირატეს მდგორეობაში ჩააყენებს.

საქმე იმაშია, რომ მამაკაცებისგან განსახვავებით , ქალებს ეპიზოდური მეხსიერება კარგად აქვთ გამომუშავებული. ეს მოიცავს ყველაფერს, რაც პიროვნებამ განიცადა ინდივიდუალურ დონეზე, იქნება ეს პირველი კოცნა, პირველი წარუმატებლობა, ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე თუ სხვა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეპიზოდური მეხსიერება უკიდურესად სუბიექტური ფორმაა, რადგან მთლიანად არის აგებული პირად შთაბეჭდილებებზე, განცდებზე, მოგონებებსა და ამ ტიპის სუბიექტურ მოვლენებს  შორის  ურთიერთკავშირზე.

როგორც მკვლევარები ამბობენ, მგრძნობიარე მეხსიერების სისტემაზე, ერთდერთი შეიძლება გავლენა იქონიოს, ძილის ნაკლებობამ, დეპრესიამ ან სიბერემ.

კვლევის თანახმად, ქალებს უკეთესად აქვთ განვითარებული ისეთი სფეციფიკური შეგრძნებები, მაგალითად როგორიცაა სუნი.

მკვლევარებმა დაასკვნეს, კოგნიტური განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის მცირეა, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ ეს კვლევა მეხსიერებასა და სქესთან დაკავშირებით ფართო განხილვის საკითხად იქცევა.

ცნობისთვის, ექსპერიმენტში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. აღნიშნული დასკვნები 617 კვლევას ეფუძნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები