LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ არის სულ არეულობა საქართველოში, რატომ ვერ დავლაგდით?“ – რას პასუხობს ამ კითხვას მიშა ცაგარელი

214
mixeilcagareli20245

მიშა ცაგარელი „იმედზე“ გადაცემა „პრაიმშოუს“ სტუმრობდა. ასტროლოგმა ვრცელი მიმოხილვის გარდა, უპასუხა ნინი ბადურაშვილის შეკითხვას საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. „რატომ არის სულ არეულობა საქართველოში, რატომ ვერ დავლაგდით?“

ამ შეკითხვაზე მიშა ცაგარელმა შემდეგნაირად უპასუხა:

„საქართველო რომელი ნიშნით არის დაბადებული? ტყუპებით. ეს გაორებული ნიშანია. ყველაფერი ორ-ორი გვაქვს, სახელობითი დღე თუ ახალი წელი. ხან ერთი გადაწყვეტილებაა, ხან – მეორე. ჩვენ მოგვიწია რევოლუციურ პერიოდში ყოფნამ, სადაც იწყება რეფორმები, ტვინის რეფორმა, სულის რეფორმა, ურთიერთობების რეფორმა. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონს და გვირჩევნია, წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ, მაგრამ სამყაროს თავისი დრო და წესები აქვს. რადგან მოვიდა რეფორმების პერიოდი, თქვენც ნელ-ნელა გადაკეთდით… კოსმოსში არის ერთი ძირითადი პრინციპი, ზომიერებისა და ბალანსის კანონი. თუ შენ ხარ შინაგანად დაბალანსებული, მშვიდი, არაფერი გეხება, კოსმოსი ხელს არ გახლებს. როგორც კი გადადიხარ უკიდურესობებში, რაც საქართველოში ხშირად ხდება, იწყება დასჯის სისტემის ჩართვა და ყველა რეფორმა ძალიან მძიმედ მიდის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები