LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ატყდა დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს მარტივი თავაზიანობაა: ანდრია ჯაღმაიძე

61
ჯაღმაიძე (1)

საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, Facebook-ზე საპატრიარქოს მხრიდან გადახდილ მადლობაზე საუბრობს, რომელიც მათ გია გაჩეჩილაძეს და მათ თანამოაზრეებს მხარდაჭერისთვის გადაუხადეს.

საპატრიარქოს პრესსამსახური გია გაჩეჩილაძეს და მის თანამოაზრეებს მადლობას უხდის

​ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, “როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა”.

“რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო?

ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს.

მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი.

უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა.

როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები