LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩაიჭრა წლევანდელ ზოგად უნარებში ყველაზე მეტი აბიტურიენტი?

96

კატასტროფა და საშინელება არაფერია, თუმცა აუცილებელია, ვეძებოთ საფუძველი, რამ განაპირობა ზოგადი უნარების ასეთი შედეგი, ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, მარიამ რამინაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, ყველანაირ ზღვარს სცილდება განათლების მინისტრის შეფასება, რომელიც ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

“უნდა ვეძებოთ საფუძველი, რა მოხდა. დინამიკა რომელიც აჩვენა ზოგადმა უნარებმა ემთხვევა სკოლის გამოსაშვები გამოცდების დინამიკას. ზოგადი უნარების გამოცდაზე  სკოლაში დაგროვებული საერთო ცოდნა მოწმდება. ეს შედეგები მიუთითებს, რომ სასწავლო პროცესი სკოლაში ჩაშლილია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადებები სკოლაში არსებულ პრობლემებზე, არავინ არ ჩარეულა და არ შეუმოწმებია სასწავლო პროცესის გამართულობის საკითხი. სკოლაში არის ქაოსი და სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ისე, როგორც ამას განათლების თანამედროვე სისტემა ითოხვს. ამით მხოლოდ მშობელი და მოსწავლე ზარალდება” – განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.

განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ სკოლაში არსებული ხარვეზები სკოლის მართვის მენეჯმენტის სისუსტეს უკავშირდება, რომლის დახვეწის ვალდებულება აქვს განათლების სამინისტროს. მარიამ რამინაშვილის აზრით, სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს და დაატრენინგოს დირექტორები, რათა მათ საგაკვეთილო პროვესის მართვა ეფექტურად შეძლონ.

 

პოპულალურები