LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დააკავეს ენმ-ის წევრი ჯელალ ქიქავა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

131
ჯელალ ქიქავა

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯელალ ქიქავა დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქიქავა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დააკავა:

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე დამსწრე პირმა – ჯ.ქ-მ გამოიჩინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.

სასამართლოს არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბრალდებულმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროცესში მონაწილე პროკურორებს და მოსამართლეებს, რითაც ხელყო სასამართლოს ავტორიტეტი და მართლმსაჯულებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება.

პროკურატურა ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენის შემდგომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები