LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ეშვებიან წარმატების მიღწევის შემდეგ ადამიანები ფსკერზე – რიჩარდ სენტ ჯონის რეკომენდაციები

richard-st-john

რიჩარდ სენტ ჯონი მიიჩნევს, რომ წარმატების მიღწევის შემდეგ ადამიანები ფსკერზე ეშვებიან, ამის მიზეზი კი ის ფაქტორია, რომ წარმატებას აღიქვავენ, როგორც ცალმხრივ მოძრაობას. როგორ მან TED-ზე გამოსვლისას ისაუბრა, ადამიანები წარმატების მისაღწევად აკეთებენ ყველაფერს, თუმცა მას შემდეგ რაც შედეგს დებენ, ჩერდებიან, რის გამოც უკუსვლას იწყებენ.

სენტ ჯონი ამბობს, რომ სანამ წარმატებას მიაღწევდა ბევრი იდეა ჰქონდა, ფიქრობდა, როგორ განეხორციელებინა ეს იდეები. თუმცა წარმატების მიღწევის შემდეგ ჩათვალა, რომ მუშაობა აღარ დასჭირდებოდა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა ჩიხში.

“ერთ დღეს მივედი ექიმთან და ვუთხარი, რომ ყველაფრის ყიდვა შემეძლო, თუმცა, ბედნიერი არ  ვიყავი, დეპრესია მქონდა. სულ ამბობდნენ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მართალი ყოფილა. დავიწყე ანტიდეპრესანტების სმა. ჩემი ბიზნესის საქმეები სულ უკან-უკან მიდიოდა. მალევე ბიზნესი ჩამომეშალა, იძულებული გავხდი თანამშრომლები გამეშვა…ამ ყველაფერის შემდეგ დავიწყე პროექტების კეთება, რომელიც ძალიან მიყვარდა. დავიწყე ისევ მუშაობა და ვაკეთებდი ყველაფერს, იმისთვის, რომ წარმატება დამბრუნებოდა. ამას 7 წელი დასჭირდა, თუმცა შედეგს ისევ მივაღწიე. ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი ანიდეპრესანტები აღარ მჭირდებოდა. მივხდი, რომ წარმატება ეს არის განგრძობითი მოგზაურობა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები