LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაიკეტა ვაჟა? მეტროსთან ავარია იყო, არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა

395
vaja-e1573633044922

დღეს დილის საათებში დიღმის მასივიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრაობა გადატვირთული იყო. საგზაო მოძრაობის შეფერხება ვაჟა ფშაველას გამზირის დროებითმა გადაკეტვამ გამოიწვია. დედაქალაქის მერიის ინფრასტუქტურის სამსახურის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისათვის არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ხორციელდება, შესაბამისად, მერიის მხრიდან გზის მონაკვეთის გადაკეტვა არ განხორციელებულა.

რაც შეეხება შემთხვევას. “ფორტუნამ” გაარკვია, რომ  ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მეტროსადგურ “სამედიცინო უნივერსიტეტთან” ახლოს ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. როგორც წყარო იუწყება, ავარიის სავარაუდო მიზეზი სველ ასფალტზე საბურავების მოსრიალება გახდა.

შსს აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა როგორც თვითმხილველები გვატყობინებენ, საცობია და მოძრაობა შეფერხებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები