LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაწყვიტა გიორგი ბეროზაშვილმა მშობლების დახოცვა: გამოძიება მიზეზს ასახელებს

4712
BeFunky-collage (32)

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო, გიორგი ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა. მათივე ცნობით, მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

“სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას” – პირი, რომელმაც მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა

როგორც გიორგი ბეროზაშვილის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულს მშობლებთან კონფქლიტი 2019 წლიდან ჰქონდა.

კონფლიქტი კი, თანხას უკავშირდებოდა.

ბიბილაშვილის თქმით, ბრალდებული თვეების წინ, მამის უკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა.

ბიბილაშვილის განმარტებით, მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა კონფლიქტში გადაიზარდა.

პროკურორის თქმითვე, აღნიშნული უთანხმოება დედის მიმართაც გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები