LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ გვბოლავენ ისევ?“ – ტექინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის ზღვარზეა

513
BeFunky-collage (8)

„ინსპექტირება დაიწყო, მაგრამ რატომ არ იცვლება გზებზე მდგომარეობა? რატომ დადიან კვლავ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები? რატომ ბოლავენ ისევ?“ – საზოგადოებაში გაჩენილი ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია, რის გამოც ტექინსპექტირების რეფორმის მიმართ სკეპტიკოსთა რაოდენობა იზრდება.

გზაზე კი დადის, გარემოს აბინძურებს, ხალხს აზიანებს! – ესაა ტექინსპექტირების შედეგი [ვიდეო]

მეტიც, ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას. ასეთ დასკვნას აკეთებენ სპეციალისტები რეფორმის მონიტორინგის შემდეგ. საუბარია 2020 წლის 12 მარტიდან, 20 აპრილის ჩათვლით “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელმაც ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობა და მისი ევროდირექტივებთან შესაბამისობა გაანალიზა.

ანგარიშში საუბარია, რომ სახეზეა სფეროში არსებული უთანასწორობა, შერჩევითი დამოკიდებულება და სახელმწიფოს მიერ პრივილიგიების მინიჭება ერთი კონკრეტული კომპანიისთვის.

კერძოდ, საუბარია „გრინვეი-საქართველოს“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებაზე.

„მდგომარეობას ართულებს და რეფორმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი, არასამართლიანი და არაერთგვაროვანი მიდგომა ბიზნესკომპანიებთან, როდესაც ერთი კომპანია („გრინვეი საქართველო“) სხვა კომპანიებთან შედარებით იმყოფება აშკარად პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ასეთ შემთხვევას ევროკავშირის სახელმწიფოებში ანალოგი არ აქვს“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროდირექტივის დანერგვის პროცესი ბოლო პერიოდში ფორმალურ ხასიათს იძენს. ამას რამდენიმე გარემოება განაპირობებს:

ან უარი უნდა თქვან ტექინსპექტირებაზე ან ორჯერ მეტი გადაიხადონ – მთის მოსახლეობა პრობლემის და არჩევანის წინაშეა

 

  • მთიანი რაიონების მოსახლეობა კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მიერ მიტოვებულია მომსახურების გარეშე, რომელიც არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ეს უკანასკნელიც არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტზე;
  • მთიანი რაიონების მოსახლეობას ორჯერ და სამჯერ მეტი ხარჯის გაწევა უხდება ავტომობილების ინსპექტირებისთვის;
  • არ არსებობს რეფორმის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები; არ არსებობს რეფორმის ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორი; სუსტია და არათანამედროვე პროცესზე მონიტორინგის სისტემა;
  • არ ხდება ინსპექტორთა მომზადება ერთიანი პროგრამის შესაბამისად;
  • არაერთგვაროვანია ინსპექტირების პროცესი, ერთ ცენტრში დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალება უპრობლემოდ გადის ინსპექტირებას სხვა ცენტრში;

  • გაუგებარია ეკონომიკის სამინისტროში რომელი სტრუქტურაა რეფორმაზე და პოლიტიკაზე პასუხისმგებელი; სამინისტროს სტრუქტურებს შორის ფუნქციები არეულია, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს როლი ევროდირექტივის დანერგვის პროცესში ბუნდოვანი; პოლიციის მიერ არ ხდება გზებზე კანონის აღსრულება;
  • ვადის ამოწურვაზე არ რეაგირებს ე.წ. „ჭკვიანი კამერები“;
  • არ არსებობს ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ხარისხის შემოწმების გამართული სისტემა; არ მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო კამპანიები; არ არსებობს ინსპექტირების შედეგის გსაჩივრების მექანიზმი;

იმ მანქანების ამოცნობა, რომლებიც ტექინსპექტირებას არ გაივლიან “ჭკვიანი კამერებით” უნდა მოხდეს – რა ხარვეზებია რეფორმაში

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არ არის გარკვეული თუ რა როლი აკისრია პტი-რეფორმის მიმდინარეობისას. სააგენტოს წარმომადგენლის დამოკიდებულება (რომელიც დააფიქსირა მკვლევართან), რომ “საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნამდვილად არ გვაქვს 2014/45/EU დირექტივის დანერგვის ვალდებულება, შესაბამისად ვერ შევაფასებ მისი დანერგვის ეფექტიანობას“ ნათლად წარმოაჩენს სისტემურ პრობლემას და წარმოადგენს შემაფერხებელ გარემოებას საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ევროდირექტივის დანერგვის საქმეში.

“ავტომობილებს, რომელთაც არ გაუვლიათ ინსპექტირება, მათ მიმართ კანონის აღსრულება დაბალ მაჩვენებელზეა, პრაქტიკულად არ რეაგირებს ვიდეოკამერა ინსპექტირების ვადის ამოწურვაზე, რის გამოც ბოლო თვეების (2019 წლის ოქტომბერი2020 წლის თებერვალი) განმავლობაში ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობამ დაახლოებით 30 %-ით იკლო, რაც რეფორმის ჩავარდნის ტოლფასია. პოლიციის მიერ გზებზე კანონის აღსრულება და დარღვევებზე (მაგ. შეფერილი კვამლიანობა ან სხვა სახის ტექნიკური გაუმართაობა) რეაგირება თითქმის არ ხდება, რის გამოც პტი-რეფორმა და ევროდირექტივების იმპლემენტაცია ფორმალურ ხასიათს იძენს.

 

არ არის დანერგილი კანონის აღსრულების ისეთი თანამედროვე ტექნოლოგია, როგორიცაა გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლი დისტანციური-სტაციონარული აპარატურით. პოლიციის ეკიპაჟები არ არიან აღჭურვილნი საჭირო მოწყობილობებით – ნათქვამია კვლევაში.

165 ათასზე მეტი მოსახლე მომსახურების გარეშე დარჩა: ჩავარდა თუ არა ტექინსპექტირება

 

პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს (და მასზე დაქვემდებარებული სამსახურების) რეფორმის მიმდინარეობასთან დააკავშირებული დამოკიდებულება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უწყება ფაქტობრივად არ ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა განსაზღვროს რეფორმის კურატორი მთავარი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი ევროდირექტივების ეფექტიანად დანერგვის საქმეზე და გაატარებს
    შესაბამის პოლიტიკას.
  2. აუცილებელია კანონის აღსრულების დაწყება გზებზე პოლიციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა მომხმარებლის მიერ ინსპექტირების წინ განხორციელებულმა მანიპულაციამ დაკარგოს აზრი. ხშირია შემთხვევა, როდესაც
    ავტომობილი ინსპექტირებას გადის სტანდარტების შესაბამისად, თუმცა იგივე სატრანსპორტო საშუალება დროის მოკლე მონაკვეთში გზებზე გვხვდება ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში. აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება მხოლოდ გზებზე კანონის აღსრულებით.
  3. ეკონომიკის სამინისტროს მიერ უნდა გადაიხედოს „გრინვეი საქართველოსთან“ დადებული ხელშეკრულება და თუ პირობებისშეცვლა შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს თანაბრობა და სხვა კომპანიებსაც მიანიჭოს ის უფლებები (სტაციონარული ხაზის გადატანა/მოძრაობა, ორი და მეტი ბიზნესსაქმიანობა ერთდროულად და სხვა), რომლებიც ამჟამად ექსკლუზიურად მიკუთვნებული აქვს მხოლოდ კომპანია „გრინვეი საქართველოს“.
  4. უმნიშვნელო (არ გამოირიცხება მექანიკური) გადაცდომის გამო ინსპექტორები სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდნენ, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. აუცილებელია ინსპექტორთა სამართლიანი მონიტორინგის სისტემის დანერგვა, დახარვეზების დასაშვები არეალის განსაზღვრა და დარღვევის შემთხვევაში ადექვატური პასუხისმგებლობის დაკისრება; საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით პროფესიული ეთიკის კომისიის შექმნა, რომელიც დაადგენს ისნპექტორის მიერ დაშვებული შეცდომა უნებლიეა, არაკვალიფიციურობის შედეგია თუ კორუფციული ინტერესით არის ნაკარნახევი. უნდა შეიქმნას ინსპექტორთა უფლებების დაცვის მექანიზმი.