LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იკეთებ ვაქცინას რომელსაც გადაუდებელი ავტორიზაცია არ აქვს? – ექიმი არჩილ მარშანია ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

539
BeFunky-collage (9)

ექიმი, რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, რითაც საზოგადოებაში ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ხშირად დასმული კითხვები:
❓რატომ იკეთებ ვაქცინას რომელსაც გადაუდებელი ავტორიზაცია არ აქვს?
✅ სხვა ალტერნატივა ჩვენ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს.
✅ არსებული ინფორმაცია ვაქცინაზე, პირადად ჩემთვის, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით (რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს) საკმარისია იმისთვის, რომ განვსაზღვრო, ინფიცირება უფრო მეტ პრობლემას შემიქმნის ვიდრე ვაქცინის თეორიული გვერდითი მოვლენები, გადატანილი მაქვს კოვიდი და არანაირი სურვილი არ მაქვს იგივე გავიარო.
❓ვაქცინაციის შემდეგ უნდა გავაგრძელოთ თუ არა, ის ზოგადი პრევენციული ზომები, რაც რეკომენდირებულია კოვიდ19-ს ინფექციის საწინააღმდეგოდ?
✅ პრევენციული ღონისძიებები (ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და ა.შ.) უნდა გაგრძელდეს, სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება.
❓საჭიროა თუ არა, რუტინულად ვაქცინის წინ რაიმე ანალიზების გაკეთება?
✅ ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზის საჭიროება არ არსებობს.
არა არსებობს მსგავსი რეკომენდაცია.
საჭიროა გასაუბრება იმუნიზაციის კაბინეტში.
❓როგორ გრძნობ თავს?
✅ ჩვეულებრივად, საერთოდ არაფერი მიგრძვნია/ვგრძნობ, თუ არ ჩავთვლით ნემსის ჩხვლეტას.
❓ რატომ მარცხენა ხელი?
✅ ნებისმიერი ინექცია რომელიც კეთდება კიდურში, სასურველია გაკეთდეს არადომინანტურ ხელზე, სავარაუდო ადგილობრივი რეაქციების გათვალისწინებით, რომ დომინანტური კიდურის შეზღუდვა მაინც არ მოხდეს.
❓დღეს, არჩევანი რომ გქონოდა რომელ ვაქცინას გაიკეთებდი?
✅ ნებისმიერს, ფაიზერი ან მოდერნა ან ასტრაზენეკა.
❓შეიძლება თუ არა ვაქცინის შემდეგ დალევა, სიგარეტის მოწევა?
✅ ალკოჰოლით თრობა ზოგადადაც არ შეიძლება იყოს სასარგებლო, შესაბამისად ვაქცინის შემდეგ ცხადია ჯობია თავის შეკავება, არა იმიტომ რომ რამე სასწაული მოხდება, არამედ იმიტომ რომ ორგანიზმს უკეთესი პირობები ქონდეს იმუნიტეტის გამომუშავებისთვის და სავარაუდო გვერდითი მოვლენები თრობის გამო არ გამოგვეპაროს.
✅ სიგარეტს თვითონ აწერია არ მოწიოთო და ექიმმა რანაირად შეიძლება თქვას რომ მოწევა შეიძლება?
❓არის თუ არა ვაქცინაცია იმის 100% გარანტია რომ კოვიდი არ შეგვხვდება?
✅ ზოგადად მედიცინაში “100%” და მითუმეტეს “გარატნია” არაფერში არ არსებობდა, არ არსებობს და დიდი ალბათობით არც იარსებებს. არსებობს ინფორმაცია და სტატისტიკა და ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერ მედიკამენტზე თუ პროცედურაზე ინდივიდუალურია, რისკისა და სარგებელის შეფასებით, ასე იყო ეს ყოველთვის, ასე არის ახლაც და ასე იქნება მომავალშიც, დიდი ალბათობით.
ჯანმრთელობას გისურვებთ”- წერს არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები