LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იწვევს TikTok დამოკიდებულებას? – რამდენიმე ფაქტი, რომელიც აუცილებალდ უნდა იცოდეთ

464
tik-tok

ჩინური ვიდეო–პლატფორმა TikTok სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ხალხი იმდენ დროს ხარჯავს მასზე, რომ ცოტა არ იყოს საშიშიც კია.

საინტერესოა, რითი იზიდავს ეს სოციალური ქსელი ამდენ მომხმარებელს? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სპეციალისტებმა ტექნიკური მიზეზებიც გაანალიზეს და სოციალურიც.

1. TikTok–ის ალგორითმი

TikTok–ზე ზედმეტად დამოკიდებულებას შესაძლოა მისი ალგორითმი იწვევდეს. საქმე ისაა, რომ პროგრამა თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინებით მუშაობს. ის ხედავს თუ რა გაინტერესებთ თქვენ (რა ტიპის ვიდეოებს უყურებთ, ტვირთავთ, რომელი სქესი გიზიდავთ და ა.შ) და შესაბამის კონტენტს გთავაზობთ. ეს კი ბუნებრივია სულ უფრო და უფრო მეტი ვიდეოს ყურების სურვილს გიჩენთ.

2. ზედმეტად მარტივი წვდომა

TikTok–ზე ვიდეოების მოძებნაც კი არ გჭირდებათ. ტრენდული მასალა აპლიკაციის გახსნისთანავე შეგხვდებათ და დანარჩენ საქმეს უკვე ალგორითმი გააკეთებს, ასეთი მარტივი წვდომა მისი პოპულარობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. თანაც ახლა, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ხალხს სწორედ ასეთი სიმარტივე სჭირდება. აპლიკაცია რომლის მოხმარებაც ზედმეტი ფიქრის გარეშე, მხოლოდ გასართობადაა შესაძლებელი.

3.მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები

TikTok–ის ვიდეოები მართლაც ძალიან მოკლეა. ზოგიერთი მათგანი 30 წამზე ნაკლებიც კია. რაც უფრო მოკლეა მასალა, უფრო მარტივად საყურებელია.  მობეზრებას ვერ ასწრებს და სულ რაღაც 10 წუთში ლამის 20 ვიდეოს ნახვაა შესაძლებელი.

4.მემეები

,,ინსტაგრამი” და ,,ფეისბუკი” თუ მემეების სამყაროა, TikTok ვიდეო–მემეებისთვისაა შექმნილი და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მემეების ეპოქაში ვცხოვრობთ. ბავშვები და თინეიჯერები მემეებზე აუარებელ საათებს ხარჯავენ – მათ გაკეთებასა თუ ყურებაში. ასე რომ, ვიდეო მემეებზე დამოკიდებულება ნათელია და TikTok–ის პოპულარობის ერთ–ერთი მიზეზი ესეცაა.

5. მოდაშია

დიახ, TikTok მოდაშია და ბევრი ადამიანი მას სწორედ ამის გამო იყენებს, რათა ახალ გამოწვევებს თუ ტრენდებს არ ჩამორჩეს. ყველაფრის საწყისი კი ის სელებრითები არიან, ვინც TikTok–ზე სხვადასხვა ვიდეოების გავრცელება დაიწყო და შემდეგ ხალხმა მათი კოპირება სცადა. თუკი ცნობილი ადამიანები ,,ტვიტერს” აირჩევდნენ, ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ ახლა არა TikTok–ზე, არამედ სწორედ ,,ტვიტერზე” და მის პოპულარობაზე ვისაუბრებდით.

6. მუდმვად განახლებადი კონტენტი

იმის გამო რომ TikTok–ის მომხმარებელთა რაოდენობა ასობით მილიონია, ატვირთული კონტენტიც ძალიან დიდია და ყოველ ჯერზე ახალი ვიდეოს ნახვაა შესაძლებელი. ხალხს სულ უფრო და უფრო მეტის ნახვა სურს და ამასობაში დამოკიდებულიც ხდება.

დასკვნა:

ჩვენ უკვე გითხარით, თუ რატომ არის TikTok ასეთი პოპულარული, ხოლო თუ რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე – ამას მეცნიერები ჯერ ისევ იკვლევენ. მანამდე კი უნდა გახსოვდეთ, რომ ზედმეტი დროის დათმობა არც ერთი აპლიკაციისთვის არ ღირს და გარკვეული ბალანსის დაცვა აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები