LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მალავდა ოტია იოსელიანი-უმცროსი ოტიას შვილიშვილობას – „არ გვქონდა ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც ბაბუასა და შვილიშვილს აქვთ…“

ioseliani

ოტია იოსელიანის შვილიშვილი, ოტია-იოსელიანი უმცროსი წყალტუბოში ბაბუას სახლ-კარს უვლის და მეურნეობაც გამართული აქვს. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ის ცნობილ ბაბუასთან ურთიერთობას იხსენებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„მწერლობის გამო, ოტია სულ დაკავებული იყო. ჩვენ არ გვქონდა ახლო ურთიერთობა, როგორიც ბაბუასა და შვილიშვილს აქვთ. როგორც ასეთი, მისგან სითბო არ მიგრძნია. ძალიან მკაცრი იყო და შვილებსაც მკაცრად ზრდიდა.

ერთ უცნაურ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჯერ არავისთვის მითქვამს. თბილისში ხატვაზე დავდიოდი და ძალიან მქომაგობდა. ბაბუას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის მერე, ჩემმა მასწავლებელმა დამიბარა და მითხრა: რაღაც მინდა მოგიყვე, არ მასვენებსო. ერთ დღესაც ჩემს ბავშვებთან ერთად ვზივარ და კარზე კაკუნის ხმა მესმის. იქიდან გამომდინარე, რომ კარზე არავინ აკაკუნებდა, გამიკვირდა და დავუძახე, შემოდი, რა პრობლემაა-მეთქი. კიდევ მესმის კაკუნი და გავუმეორე, შემოდი, რატომ უნდა წამომაყენო-მეთქი, მაგრამ ისევ კაკუნია. ცოტა გაბრაზებული წამოვდექი, გამოვაღე კარი და ორია დგას მოკიდებული ჩიბუხით. მომესალმა, მერე მითხრა, აქ ჩვენი ბავშვი უნდა სწავლობდეს, ოტიაო. კი, მეთქი – დავეთანხმე. შემოვიპატიჟე, დაათვალიერა გარემო და მკითხა, თუ გამოვა მისგან რამეო. მეც დავაწყნარე და ვუთხარი, ძალიან კარგად ხატავს-მეთქი. დაათვალიერა სიტუაცია, ნახა შენი ნამუშევრები და წავიდა. მთხოვა, არავისთვის მეთქვა. ახლა, როცა გარდაცვლილია, ვფიქრობ, რომ უნდა იცოდე. არავისთვის უთქვამს ბაბუას, რომ იქ მიდიოდა…“

„ბევრჯერ უთქვამთ, რომ აი, ამ ადამიანის სახელს ატარებ. დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ამას ვერ გავექცევი. ასეთ დროა, მთავარია, ჩრდილში არ მოექცე და იმდენი გააკეთო, რომ შენზეც არანაკლები ილაპარაკონ. სჯობს, მასზე უკეთესი იყო… არასდროს მისარგებლოა ბაბუას შვილიშვილობით. უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე გაიგეს ჩემმა ლექტორებმა, რომ ოტიას შვილიშვილი ვიყავი. მაქსიმალურად ვმალავდი. სახელიდან და გვარიდან გამომდინარე მეკითხებოდნენ ხოლმე, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ უბრალოდ, დამთხვევა იყო…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები