LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ ქუთაისი?“ – დათო ლიკლიკაძის არგუმენტები მშობლიური ქალაქის წარმოსაჩენად

2317
page

რატომ ქუთაისი? ამ კითხვას ცნობილი ჟურნალისტი და ქუთაისის კოლორიტად აღიარებული დათო ლიკლიკაძე თავისებურად პასუხობს და საკმაოდ ბევრი არგუმენტი აქვს საყვარელი ქალაქის უპირატესობის დასამტკიცებლად.

„რატომ ქუთაისი?

ხომ ვერ მეტყვით, ყველაზე ძველი ქალაქი რომელია საქართველოში?

ქუთაისი 3 500 წლის არის და ამით ევროპის ხუთ უძველეს ქალაქთა რიგში იკავებს დამსახურებულ ადგილს.

არგონავტების მითი სათავეს სწორედაც რომ კოლხეთის მეფე აიეტისგან იღებს. კოლხეთის დედაქალაქი აია იყო (ქუთაისის პირველი სახელწოდება), მედეა კი აიეტის შვილი.

ხომ ვერ მეტყვით, გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი რომელია? ცხადია ქუთაისი.

ქართველი მეფეების ბაგრატოვანთა დინასტიის სიმბოლო ბაგრატის ტაძარი სად არის? ნუ ვიცით რომ ქუთაისშია.

საქართველოს ნომერ პირველი მეფე დავით აღმაშენებელი ქუთაისში გამეფდა.

საქართველოს ნომერ პირველი მგოსანი აკაკი წერეთელი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

საქართველოს ნომერ პირველი ეკონომისტი და მოაზროვნე ნიკო ნიკოლაძე ქუთაისში სწავლობდა.

საქართველოს ნომერ პირველი ერისკაცი ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში სწავლობდა.

საქართველოს ნომერ პირველი მსახიობი ქალი ვერიკო ანჯაფარიძე ქუთაისში სწავლობდა.

საქართველოს ნომერ პირველი მსახიობი კაცი უშანგი ჩხეიძე ქუთაისში სწავლობდა.

საქართველოს ნომერ პირველი პოეტური ორდენი „ცისფერყანწელები“ (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები) ქუთაისში დაარსდა.

საქართველოს ნომერ პირველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე ქუთაისში სწავლობდა.

საქართველოს ნომერი პირველი ფსიქოლოგი, “განწყობის თეორიის” შემქნელი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში სწავლობდა.

საქართველოს ნომერი პირველი ფილოსოფოსი, ქართული ფილოსოფიის სკოლის ფუძემდებელი შალვა ნუცუბიძე ქუთაისში სწავლობდა.

საქართველოს ნომერი პირველი პოეტი ქალი ანა კალანდაძე ქუთაისში სწავლობდა,

საქართველოს ნომერი პირველი ფემინისტი კატო მიქელაძე ქუთაისში დაიბადა.

საქართველოს ნომერი პირველი მოქანდაკე, როდენის მოსწავლე იაკობ ნიკოლაძე ქუთაისში დაიბადა.

საქართველოს ნომერი პირველი კომიკოსი იპოლიტე ხვიჩია ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო. აქედან წავიდა კინოში.

საქართველოს ნომერი პირველი თეატრი „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწიფო აკადემიური თეატრი“ ქუთაისში დაარსდა.

საქართველოს ნომერი პირველი თეატრის მხატვარი პეტრე ოცხელი ქუთაისელია.

საქართველოს ნომერ პირველი კინო „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ქუთაისელმა კინემატოგრაფმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო (იგი ახლაც ქუთაისის პანთეონში განისვენებს).

საქართველოს ნომერი პირველი კინოთეატრია „რადიუმი“, სადაც 1911 წელს პირველი ქართული ფილმი უჩვენეს.

საქართველოს ნომერი პირველი ლიმონათი- „ლაღიძის წყლები“ ქუთაისში გამოიგონეს (#8 აფთიაქში)

საქართველოს ნომერი პირველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში დაიბადა.

საქართველოს ნომერი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი (მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით) ქეთევან ლოსაბერიძე ქუთაისში დაიბადა.

საქართველოს ნომერი პირველი (და მსოფლიო მასშტაბის) მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე ქუთაისში დაიბადა.

ბრიტანეთის ნომერი პირველი მომღერლის ქეთი მელუას მშობლიური ქალაქი ქუთაისია.

დიდი ებრაელი მწერალი, “ვეფხისტყაოსნის” ივრითულად მთარგმნელი ბორის გაპონოვი ქუთაისში დაიბადა.

ამერიკაში “ბეჭდაუდებელ ფალავნად” ცნობილი კოლია ქვარიანი ქუთაისში დაიბადა.

მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პირველად ქუთაისის ოპერის თეატრში იმღერა.

მსოფლიო ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე ქუთაისში დაიბადა.

ამერიკული ბალეტის დამაარსებელი ჯორჯ ბალანჩინი ქუთაისიდან გახლდათ.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში (1918 წელს) ხუთი ქალი აირჩიეს, აქედან სამი ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა.

საქართველოს ნომერი პირველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისი იყო მისი ბავშვობის და ახალგაზრდობის ქალაქი.

საქართველოს ნომერი პირველი ანსამბლი „დები იშხნელები“ ქუთაისელები იყვნენ.

დიდი რუსი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი ქუთაისის პირველ სკოლაში სწავლობდა.

საქართველოს ნომერი პირველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ქუთაისის მეორე სკოლაში სწავლობდა.

საქართველოს ნომერი პირველი კინო რეჟისორი რეზო ჩხეიძე ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა.

უმაგრესი პოეტი ლადო ასათიანი ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლობდა.

დიდი ფრანგი მხატვარი ფელიქს ვარლა ქუთაისში დაიბადა.

პოლონეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა.

საქართველოს ნომერი პირველი დრამატურგი დავით კლდიაშვილი ქუთაისში ცხოვრობდა.

საქართველოს მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე ქუთაისელია.

საქართველოს ნომერი პირველი რკინის ხიდი (კავკასიაში პირველი რკინის კონსტრუქცია) „ჯაჭვის ხიდი“.

პირველი ქართული ავტომობილი ქუთაისში გამოუშვეს.

პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია ქუთაისში დაარსდა.

ქართული როკის, ელექტრონული მუსიკის და ჰიპ-ჰოპის სამშობლოც ხომ ქუთაისია.

ყველაზე მაღალი ხე საქართველოში ქუთაისის ბოტანიკურ ბაღშია – ამერიკული სექვოია.

ყველაზე ასაკოვანი ხე ქუთაისის „ოქროს ჩარდახშია“- 800 წლის აღმოსავლური ჭადარი.

ყველაზე მულტი კულტურული და რელიგიური ქუჩა ქუთაისშია, სადაც ფრანგი კათოლიკეების ტაძარი, მართლმადიდებლური ეკლესია და ებრაული სინაგოგა ერთმანეთთან ასი მეტრის დაშორებით უკვე ორ საუკუნეზე მეტია მშვიდად თანაცხოვრობენ.

ყველაზე ძველი ბულვარიც ხომ ქუთაისშია, რომელიც 175 წლის წინ ფრანგმა დეკორატორებმა იაკობ და ნიკო მარებმა გააშენეს.

დაბოლოს, მდინარე რიონი ჩაუდის ქალაქს, რომელიც სუფთა ქართული მდინარეა, საქართველოში იბადება და საქართველოშივე წყვეტს არსებობას.

და კიდევ ბოლოს! ალექსანდრე დიუმაც ხომ ქუთაისზე წერდა- „ეს არის ევროპული ქალაქი ვიწრო ქუჩებით, სადაც პარიზული მოდა მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით ჩამოდისო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები