LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შემცირდა ჯანდაცვის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა – მინისტრის მოადგილის განმარტება

43
ipiccy-image (1)

„ძალიან ძნელია დღეს, წინასწარ გააკეთო ზუსტი პროგნოზი, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება მომავალ წელს”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, რომელმაც განმარტა, თუ რატომ შემცირდა 2022 წლისთვის ჯანდაცვის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა.

როგორც კაკაურიძე ამბობს, წელს ჯანდაცვის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვისთვის 820 მლნ ლარამდეა ხარჯი, ხოლო მომდევნო წელს გათვალისწინებულია 500 მლნ ლარი.

„ეს შემცირება გამოიწვია გათვლებმა – გასულ წელს ყველაზე მწვავე პერიოდი გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ხარჯები 2021 წელს ავანაზღაურეთ. გადმოყოლილი ვალდებულებების გამო, მეტი თანხის დახარჯვა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, ვიდრე იყო 2021 წელს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეისათვის COVID-​ვაქცინების დიდი ნაწილი უკვე შესყიდულია და 2022 წელს ამ მიზნისათვის და დამატებით ინფიცირებულთა სამკურნალოდ 0,5 მლრდ ლარია გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები